- სახლში მიმიყვანა ლეონმა, კიბეებზე ავირბინე და ოთახში სწრაფად შევედი
ლილიასთან და ელენესთან ვაპირებდი დარეკვას დიტომ კარი რომ შემოაღო
- რას აკეთებდი იმ იდიოტთან ერთად?- გაბრაზებულმა მითხრა
- ეს შენ რა ჯანდაბას აკეთებდიი?! შენ გამო მოვედი იქ
- იცი საერთოთ ვინაა ვინც მოგიყვანა?
- დიახ, ვიცი ლეონ ბადაგაძე
- არა ის დამპალი ნაბიჭვარია ყველას იყენებს და შემდეგ აგდებს
- რას როშავ საერთოთ
- მაგ ტიპთან ერთად აღარ დაგინახო აღარსდროს
- რას გადაეკიდეე
- ლინდა მომისმინე ყველაფერი ასე უბრალოდ ადვილად არ არის
- კარგი გისმენ მომიყევი რა არის რთულად მაშინ
- ვერ მოგიყვები
- ხოდა შემეშვი
- ლინდაა - იმხელა ხმაზე დაიყვირა შევხტი
- ყველას გააღვიძებ იდიოტი ხარ?
- დაჯექი მოგიყვები რაც მოხდა
- კარგი გისმენ, სწრაფად მოყევი
- ჩემი ბავშობის მეგობარი ხომ იცი
- რომელი აჩი?
- არა ბექა
- კი სულ ჩვენთან არ იყოო
- მაგას მაგ ტიპთან ძალიან დიდი უთანხმოება მოუვიდა უფროსწორედ ჩვენთან
- რა უთანხმოება რას ჩურჩუტოობ ვერაფერი გავიგე
- რას და ბექას შეყვარებული ძალიან ლამაზად და კოხტათ აახია შემდეგ ეს გოგო მიაგდო ბექა გამწარებული იყო ლამის ერთმანეთი შემოაკვდათ თანაც კურსელები არიან და უფრო გამწარდა
- მერე?!- ვერ ვიჯერებდი რასაც ყვებოდა
- მერე ის რომ მაგისგან შორს თავს დაიჭერ მეტის ცოდნა საჭირო არაა
- ნუ გავიწყდება რომ შენზე უფროსი ვარ და ჯერ ეს ერთი შენ რა გესაქმება ბექასთან და მის პრობლემებთან? ის უკვე მეოთხე კურსზეა შენ კიდე სკოლა ეხლა უნდა დაამთავრო
- ნუ ფსიხობ ძალიან გთხოვ რა ძაან კარგად იცი რომ ბავშობის მეგობარია და ჩემზე მხოლოდ 3 წლით არის უფროსი
- ნუ მიყვრი
- უფფ, ბოდიში მაგრამ გთხოვ მას აღარ გაეკარო რა - ამოიხვნეშა
- დიტოო - სუსტი ხმით ვუთხარი
- რა იყო - თან ჩამიხუტა და ბოდიშს მიხდიდა ყვირილისთვის
- ის ლეონი
- კაი აღარ გვინდა მაგაზე
- ის მამას მეწილის შვილია
- რაა?! - გაკვირვებული მიყურებდა
- ხო
- კაი დაივიწყე რა და აღარ მიეკარო -
როგორც ჩანს ისეთი მთვრალი იყო რაც ველაპარაკე არ ახსოვს მგონი ასე უკეთესიც არის
დიტოს ოთახისდან გასვლის თანავე ლილიას და ელენეს დავურეკე სახლის ტელეფონიდან
- ლინდა სად ხარ მოვკვდით ნერვიულობით
- კარგად ვარ, თქვენ სად ხართ?
- ელენეს სახლში ვართ შენი მანქანაც და ტელეფონიც აქაა მანქანში დაგრჩენია
- კარგი ხვალ დილაზე უნივერსიტეტში გამოგართმევთ
- რა მოხდა?
- რა არ მოხდა რო
- მოგვიყევი რა
- ხვალ მოგიყვებით რა ეხლა ძაან დაღლილი ვარ
- კარგი ხვალამდე
- ხვალამდე
ლაპარაკის დასრულებიდანვე მალევე ჩამეძინა
YOU ARE READING
გრძნობათა მორევი
Romanceწყნარი რუტინული ცხოვრება მას შემდეგ იცვლება როდესაც ორი განსხვავებული საპირისპირო ადამიანი ერთმანეთს გადაეყრება ზუსტათ მაშინ გაეხვევიან ქარიშხლის ალში.... რა მოხდება დაე ვინ გაეხვია ამ ალში? რითი გახნსხვადებიან ისინი? (დაე გაეხვით მათთან ერთად ამ ქა...