მარიამის pov:
სამზარეულოში გავედი და ჩაი ავადუღე რადგან ცოტა დამშვიდება და მოდუნება მჭირდება უკეთესი ძილისთვის ხშირად აივანზე ვარ მშვიდ მუსკიკასთან ერთად მაგრამ ახლა ცივა და თან სახლში თორნიკეა. როგორ ნერვებს მიშლის უკვე დამღალა. სიმართლე გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს სამაჯური და უკვე მიხვდებოდით კიდეც. გამოცდები როდესაც ჩავაბარე და პასუხები დაიდო მახსოვს იმ დღეს ძალიან აღელვებულმა გავიღვიძე, მე და დედაჩემმა ერთად გავხსენით და იმდენად გამიხარდა რომ ვერც კი აგიღწერთ. შემდეგ დედაჩემმა პატარა ყუთი გამოიტანა სადაც სამაჯური იდო ანგელოზი ეკიდა ზედ.
დედა: ეს დედაჩემმა მაჩუქა როდესაც შენზე პატარა ვიყავი ახლა კი მინდა შენ გადმოგცე.
ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ძალიან გამეხარდა ამასთან ერთადა დიდ აღტაცებას ვგრძნობდი საჩუქრის გამო.
დედაჩემი მეორე დღეს ავარიაში დაიღუპა. ყველაზე მტკივნეული პერიოდია ჩემს ცხოვრებაში.თორნიკე: მარიამ გესმის ჩემი
მარიამი: რა არის?
თორნიკე: რამდენი ხანია რაც გეძახი მაგრამ ხმას არ მცემ რა ხდება კარგად ხარ
მარიამი: კი.
თორნიკე: რაღაც არ გეტყობა. რა გაწიხებს ასე ძალიან
მარიამი: ჩემ სამაჯურს ხომ იპოვი აუცილებლად?
თორნიკე: ამდენად მნიშვნელოვანია რომ ლამისაა იტირო?
მარიამი: კი იმდენად რომ ტირილი არაფერია იმასთან შედარებით რაც შემიძლია რომ გავაკეთო მის საპოვნელად.
თორნიკე: არ მეტყვი..
მარიამი: თუ ფიქრობ რომ გულს გადაგიშლი ძაან ცდები.
თორნიკე: უბრალოთ შენ გამო ვთქვი მოგეშვებოდა
მარიამი: მადლობა ეგეთი გულუხვი ქმედებისთვის მაგრამ საჭირო არ არის..
