part 1

3.5K 68 9
                                    

მარიამის pov:
ვფიქრობ დღეს წვიმას აპირებს ცა მოღრუბლულია ამიტომ მგონი ჯობს შარვალი და ჯემპრი ჩავიცვა..
დიახ, შემოდგომა მოვიდა და თავისი ამინდებიც მოიყვანა. ისე შემოდგომა მიყვარს მაინც სასიამოვნოა ფოთლების ხმაურში როდესაც მიაბიჯებ. ნუ მოკლედ გეტყვით მარიამი ვარ ბათუმიდან ახლა კი გავემზადები არჩეულ სამოსში და უნივერსიტეტის გზას დავადგები. მართალია მეზარება მაგრამ როდესაც ვხვდები რომელ გზაზეც ვდგავარ მაშინვე მოტივაციით ვივსები და მხიარულად მივდივარ სასწავლებელში. 20 წლის გახლავართ მეორე კურსის სტუდენტი ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ.

გარეთ გავედი ახლოს არის უნივერსიტეტი ჩემ სახლთან ამიტომ ფეხით გავეშურე გზაში როგორც ვვარაუდობდი წვიმა დაიწყო კიდევ კარგი ქოლგა თან მაქვს. უმალვე გავხსენი და შევეფარე განა იმიტომ რომ წვიმა არ მიყვარს უბრალოდ საათნახევარი უნდა ვიჯდე შემდეგ ლექციაზე სველი და გაცივებას მირჩევნია ისევ წვიმის წვეთებს დავემალო..

მივუახლოვდი და რას ვხედავ შეკაზმულია ჩვენი სასწავლებელი საინტერესოა რას ზეიმობენ გარეთ უამრავი მანქანა აყენია და თან ბევრი ხალხი ირევა ცოტა არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. არა , ინტროვერტი არ გეგონოთ ძალიანაც კომუნიკაბელური ვარ, თუმცა, ამ ხალხს რო ვუყურებ მათი შესახედაობა ფულს ყვირის ისეთი საახებით დადიან ცხვირაბზუებულები გეგონება საშვილიშვილოდ გვაქვს მათი ვალი.

ნუ მოკლედ ძალიან მაინტერებდა რის გამო შეიკრიბნენ თუმცა მათ არ ვკითხავდი ამიტომ მეორე სართულზე ავედი ჩემს აუდიტორიაში და ჩემი დაქალის ძებნა დავიწყე და აი ისიც

მარიამი: როგორ ხარ? აქ რა ხდება

დეა: კარგად შენ? რა და ჩვენი დირექტორი ტოვებს თავის ადგილს და ვიღაც მილიონერი იკავებს შესაბამისად ამას აღნიშნავენ

მარიამი: რო ვუყურებ სახეებზე არ ეტყობათ რამის აღნიშვნას თუ აპირებენ

ჩემი ქალი ხარ🥵🔞Where stories live. Discover now