-გამოგიჭირე.
არა თუ მხოლოდ ჯონგუკის გამოსახულება, ეკრანზე მთლიანად სახლის სხვადასხვა ადგილებიც ჩანდა.ვივიანი მხოლოდ ახლა აანალიზებს,რომ მთელი ეს დრო სახლში არსებული კამერების შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, არც კი შეუმჩნევია ისინი. ნუთუ ჯონგუკი მთელი ამ დროის განმავლობაში უყურებდა მის თითეულ ნაბიჯს , ყველაფერი თავიდანვე იცოდა,მაგრამ რატომ დუმდა? ვივიანს ვერაფერი გაეგო, და ფიქრის უნარი სრულიად წაერთვა მისკენ მიმართულუ მწველი მზერის გამო.
- შენ...-ვივიანი საუბარს ცდილობს, მაგრამ თითქოს ყელზე ყულფს აცვამენ, რომელიც სუნთქვასაც კი უშლის.
- არ შევმცდარვარ, როდესაც ცოლად აგირჩიე,- აგრძელებს ჯონგუკი, სრულიად მშვიდი ხმით, - საკმაოდ ჭკვიანი ხარ, ეს ყოველთვის ვიცოდი.
- ნაბიჭვარო...- ვივიანი რამდენიმე ნაბიჯს დგამს უკან, რითაც იქვე მდგარ თაროს ეჯახება და საქაღალდეებს მთლიანად ქვემოთ ყრის.
- როდესაც მამაჩემი მკეტავდა ამ ოთახში, ვერავინ მპოულობდა, შენ კი მარტივად მიაგენი.- ჯონგუკი იცინის, მისი ჰანგები კი ვივიანს მაშინვე ისევ იმ ცივ შენობაში აბრუნებს, თითქოს ახლა მისი მორიგი მსხვერპლი იყო და სადაცაა თვითონ დაუნაწევრნონ სხეული.- მაგრამ ,ვივიან, ეს შენთვის კარგად არ დასრულდება.
- გშორდები, შენი დანახვაც არ მინდა,გესმის?! ცივსისხლიანი მკვლელი ხარ, შენთან ბავშვს არ გავაჩენ.
- სამწუხაროა, რადგან ამ ბავშვის ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს.
- თვალითაც ვერ ნახავ მას, არ ვიცხოვრებ ადამიანთან,რომლის ხელები უდანაშაულო ადამიანთა სისხლშია ამოთხვრილი.- ვივიანის სწრაფად აღებს კარებს და ოთახიდან გარბის, მანამდე ამჩნევს,რომ ჯონგუკი პოზიციასაც არ იცვლის მისი სიტყვების გაგონებისას,ნუთუ ეჭვი ეპარება,რომ ვივიანს მისგან წასასვლელად გამბედაობა არ ეყოფა?! მაშინ, ძალიან ცდება.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...