after you

335 46 47
                                    

       |• ორი თვის შემდეგ •|

- მითხრეს,რომ დამიბარე,- ვივიანი ჩანთას მომცრო მაგიდაზე დებს, შავ სათვალეებს იხსნის და სავარძელში ჯდება, ფეხს ფეხზე იდებს.  ის ბევრად უკეთესად გამოიყურება, თვალებში ჩვეული ჟინი დაბრუნებოდა, გარეგნულადაც უფრო სიცოცხლისუნარიანად გამოიყურებოდა,ვიდრე ორი თვის უკან, მაშინ, როდესაც, სონჰიოკმა ჯონგუკისგან წამოიყვანა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ის უკვე თავისუფლი ქალია, ჯონგუკთან გაყრა სასამართლო პროცესამდე არ მისულა, რადგან არცერთ მხარეს არ ჰქონდა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა. ალბათ, ჯონგუკს გაუკვირდა კიდევაც, რომ ვივიანმა ნიმერიასთან ყოფნის დრო არ მოითხოვა ,ან მეურვეობა მაინც, თუმცა ვივიანს სხვა გეგმები ჰქონდა. ამ ორი თვის განმავლობაში, მან  დაიწყო მუშაობა სონჰიოკის კომპანიაში და მალევე გახდა მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი, პარალელურად კი სონჰიოკი და მისი შტაბ-ცენტრის გუნდი დაუღალავად მუშაობდნენ ჯონგუკზე საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც საკმაოდ ძნელი იყო.

ჯონგუკი და მისი ორგანიზაცია, ცხრა კლიტეს მიღმა გასაიდუმლოებული იყო, ისინი საქმეს სუფთად და უკვალოდ ასრულებდნენ, რაშიც იგრძნობოდა აშკარა პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. სამხილები არ იყო, მოკლული ადამიანების რიცხვი კი უფროდაუფრო იზრდებოდა.   ვივიანს ამ საქმეში დიდი წვლილი ჰქონდა,ის მუდამ მონაწილეობა განხილვებში და ხშირად აძლევდ ამათ რჩევებს , ლოკაციებს, რადგან ყველაზე კარგად ის იცნობდა ჯონგუკს. ბოლო საბჭოს შემდეგ ვივიანმა შესათავაზა შტაბის წევრებს,რომ   საკმარისს სამხილს ,მხოლოდ ორგანიზაციიდან მიიღებდნენ, ამიტომ ერთ-ერთი მათგანი უნდა გამხდარიყვნენ, ანუ შიგნიდანვე გაუთხრიდნენ ორმოს. ორგანიზაციაში მოსახვედრად შტაბის ორ წევრს ბევრი რამის გადატანა მოუწია, მათ შორის, სახელის, საცხოვრებლის,სამუშაოს შეცვლა, არსებობის ისტორიის მთლიანად წაშლა და ორგანიზაციის დავალებით  ვიწრო თაღლითობების ჩადენა. თუმცა ორი კვირის  წინ ისინი საბოლოოდ მიიღეს  და სონჰიოკს უკვე უშუალო წვდომა ჰქონდა შიდა სამზარეულოში. სამხილები საკმარისი იყო,  ვივიანი კი ვერ ითმენდა საკუთარ ქალიშვილთან შეხვედრამდე.

რევოლვერი | TOXIC STORY! |Where stories live. Discover now