naked lies

410 44 11
                                    

ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ ძალიან იღლები, იფიტები, აღარ გსურს ყოველდღიურ დილემებთან დაპირისპირება, აღარ გსურს ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება და ყოველთვის, როდესაც ბალიშზე თავს დებს, უბრალოდ აღარ გინდა ,რომ ხვალ გაიღვიძო.

ამ დროს კი შენ მიილტვი მფარველისკენ, ადამიანისკენ, რომლის ჩრდილ ქვეშ სულს მოითქვამ, მთლიანად მიენდობი და იცი,რომ დაგიცავს. უარს ამბობ დამოუკიდებლობაზე, პირიქით,გსურს,რომ დამოკიდებულები იყო მასზე, გსურს ყველაფერი მან მოაგვაროს, მანვე მიიღოს შენს მაგივრად გადაწყვეტილებები, შენს მაგივრად იფიქროს, იბრძოლოს.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია... თუმცა როდემდე?  ნუთუ ღირს მსხვერპლად გაღებული თავისუფლება ამად?  ნუთუ ოქროს გალია, მაინც გალია არ არის?

***
- აქ რას აკეთებ, ძვირფასო? - ვივიანი ხმაზე კრთება, ხელში მოქცეულ ყელსაბამს უფრო მჭიდროდ უჭერს და როდესაც ტრიალდება, ზურგს უკან მალავს.

- სუფთა ჰაერზე გასვლა მინდოდა....

- აქ?- ჯონგუკი ნელი ნაბიჯებით უახლოვდება, ჯიბეებში ხელჩაწყობილი  საეჭვო სახით უყურებს და   მთელ სხეულზე აკვირდება,- ვფიქრობ, სახლის წინა ეზო უკეთესია.

ვივიანი ტუჩებს იკვნეტს, თვალებს აქეთ-იქეთ აფაცეცებს, უთხრას ჯონგუკს რაც ნახა თუ არა? იქნებ მან უკვე იცის? ვივიანი ეჭვების ბურუსში ეხვევა, მის ქმარს ენდობა, მაგრამ აქ ნამდვილად რაღაც ხდება. მისი ბიჭები  სუნთქვასაც ვერ ბედავ მისი ბრძანების გარეშე, ახლა კი ასე თავიანთი ინტერესების გამო მოიქცეოდნენ? 

- მართალი ხარ, წავიდეთ, უკვე მეძინება.-უღიმის  და წყვეტს ,რომ ეს ამბავი ცოტა ხნით ქმარს დაუმალოს,იქამდე მაინც, სანამ არ გაარკვევს   ხდება.

ჯონგუკი მოსაცმელს იხდის, ვივიანს გვერდით უდგება და მხრებზე აფარებს, შემდეგ კი ნაზად ეფერება, კისერზე კოცნის.- წავიდეთ.

რევოლვერი | TOXIC STORY! |Where stories live. Discover now