- ორგანიზაციის დანაშაულები დაყოფილ ჯგუფებთა ლიდერების სახელზე გადავიდა , ისინი ანხორციელებდნენ ძირითად მკვლელობებსა და მასობრივ კრიმინალურ მოქმედებებს. - ამბობს დაახლოებით ოცდათხუტმეტი წლის ადვოკატი და სათვალეს ისწორებს.
- ჯონგუკის უშუალო კავშირი დასტურდება ორგანიზაციასთან? - კითხულობს საბუთებში თავჩარგული ვივიანი, რომელმაც უკვე დაიწყო კომპანიის საქმეების მართვა.
- წევრები ლოიალურები რჩებიან, არც ერთმა მათგანმა არ ახსენა ჯონგუკის სახელი, თუმცა კომპანიას აქვს გარკვეული გადარიცხვების ისტორია მათ სახელზე, ასევე გამოძიებით დაადასტურეს, რომ ჯონგუკი ოდესღაც ორგანიზაციის წევრი იყო. როგორც თქვენ თქვით ყველანაირი ვიდეო-მტკიცებულება გავანადგურეთ, თუმცა მათ შეძლეს რამდენიმე დაზარალებულის პოვნა, რა თქმა უნდა ყველაფერი აღიარეს,_ ხვნეშის ადვოკატი.
- JJ constriction-ი რამდენიმე წელია საქველმოქმედო ფონდებში მილიონობით დოლარს დებს, რამდენი სკოლა თუ კლინიკა აშენდა კომპანიის ფინანსებით? ბევრი,არა? ჯონგუკის კომპანიის სახელი სუფთაა, ასევე მისი გარე ბიზნესებისა და ინვესტიციების, ორგანიზაციასთან უშუალო კავშირი არ დასტურდება ბოლო შვიდი წლის მანძილზე და არც დაზარალებულთა ფსიქიკური მდგომარეობა მიგვანიშნებს მათი ნათქვამის ჭეშმარიტებაზე. ანუ, ჯონგუკის დანაშაული მხოლოდ რამდენიმე გადარცხვაა ორგანიზაციის ანგარიშზე?- აზუსტებს ვივიანი.
- ვფიქრობ ვერ აცნობიერებთ, რამხელა დანაშაულებრივ სქემასთან გვაქვს კავშირი. ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპებოდა ამ ორგანიზაციის ქვეშ. მათთან ოდნავი კავშირიც საკმარისია, რომ ეჭვმიტანილად ჩაგთვალონ.
- ყველაფერი იღონეთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადიანი სასჯელი მიუსაჯონ, თქვენს კოლეგებს გადაეცით, რომ თუ ამას შეძლებთ, ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილად იცხოვრებთ.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...