ვივიანი მთელი წვეულების მანძილზე თვალს არ აშორებს წყვილს. წითური ქალბატონი ნამდვილად დაიკვეხნის სილამაზით: გრძელი თმები, მაღალი,სწორი ფეხები, დახვეწილი სახის ნაკვეთები, შავ ,ბრწყინავ კაბაში ის ნამდვილად გრაციოზულად გამოიყურებოდა, ისე , როგორც ჯონგუკის პარტნიორს შეეფერებოდა.
ვივიანი თავიდან თვალებს ვერ უჯერებდა,ეს ყველაფერი ერთი დიდი ცირკი ეგონა, თუმცა წყვილი ზედმეტად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა,რომ ჯონგუკის სახეს პირქუში გამომეტყველება არ შორდებოდა, ის მაინც აქცევდა ქალს ყურადღებას და სხვადასხვა ბიზნეს პარტნიორს აცნობდა.
ჯონგუკი ვივიანს არც უყურებდა; თითქოს მის არსებობასაც არ იმჩნევდა, მხოლოდ წამიერად თუ შეამჩნევდა მის გამჭოლ მზერას მაშინ, როდესაც სონჰიოკს ესაუბრებოდა.
- მისი პარტნიორი? არ მახსოვს მას ასეთი ვინმე ჰყოლოდა.- ამბობს ვივიანი.
- ზუსტად არც ჩვენ ვიცით, მხოლოდ ჭორის დონეზე გავიგე,რომ ეს ახალგაზრდა მსახიობია, კიმ იუნი, ჯონგუკი მასთან ერთად შენიშნეს გასულ კვირას პარიზში ვახშმობისას ერთ-ერთ რესტორანში, შემდეგ კი ჰერმესის მოდის სახლში, როგორც ჩანს, ბევრი დაახარჯა ლამაზ ქალბატონს.- სონჰიოკი იცინის, თუმცა ვივიანს საერთოდ არ ესმის რა არის აქ სასაცილო და სონჰიოკს უბღვერს. ჯონგუკი სერიოზულად დაინტერესებული ჩანს ამ ქალით, საერთოდ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ისინი ორი თვის წინ დაშორდნენ! ვივიანს აზრადაც არ მოსვლია ახალი მეწყვილის მოძებნა, ჯონგუკმა კი დრო არ დაკარგა.
- შენი აზრით, თვალთმაქცობს?
- რატომ უნდა გააკეთოს ეს? შენ რა, ეჭვიანობ? - სერიოზულად ეკითხება სონჰიოკი.
- რატომ არ უნდა ვიეჭვიანო? ჩემი შვილის მამას ვხედავ ვიღაც ქალბატონთან ერთად, საერთოდ ფიქრობს ნიმერიაზე?!
- დარწმუნებული ვარ კარგად არის შენი ქალიშვილი, ძალიანაც ნუ იეჭვიანებ, არა მგონია ახლო მომავალში ციხეში ბევრი გასაქანი ჰქონდეს.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...