dependent decision

299 49 40
                                    

ჯონგუკი მანქანას სწრაფად ატარებს, ყურადღებასაც კი არ აქცევს საგზაო ნიშნებს და ვილისკენ მიიწევს.ვივიანი ამჩნევს,რომ ჯონგუკი არაფერს ლაპარაკობს, რაც იმის მანიშნებელია,რომ ბრაზის კონტროლს ცდილობს, თუმცა ის მაინც ვერ ხვდება მისი გაბრაზების მიზეზს, მას არაფერი დაიშავებია.

ვივიანი იხსენებს სონჰიოკის სიტყვებს და ფიქრდება, ნეტავ ვინ უნდა იყოს? მან თქვა,რომ შეეძლო მისი იმედი ჰქონოდა, თუმცა რატომ? ნუთუ შეიძლება,რომ ის სოჯინს იცნობდა? ყველაფერი დასაშვებია, რადგან ვივიანს არ ჰყავს შესაძლო ნათესავები ან ნაცნობები, რომლებიც ასე დაუპირისპირდებოდნენ ჯონგუკს. მას საერთოდაც არავინ ჰყავს, ვინც მის გამო გაწირავდა თავს.

ჯონგუკი მანქანას ვილის წინ აჩერებს, ვივიანი სწრაფად გადმოდის და კიბეებზე ადის, რათა შენობაში შევიდეს. მსახური ფართოდ უღებს მომავალ წყვილს კარებს და თავის დახრით იღებს მათ მოსაცმელებს.

ვივიანი მისაღებ ოთახში შედის, როდესაც მაშინვე გრძნობს მკავლზე ძლიერ ხელს, რომელიც უკან ატრიალებს და სხეულზე აკრავს.

- ასე მიხდი სამაგიეროს?!- ღრიალებს ჯონგუკი და ვივიანს ანჯღრევს,- შენ დამპირდი,რომ ვინანებდი, ხოდა ვნანობ! ამის დედაც! ძალიან ვნანობ, ნუთუ არ არის საკმარისი?

- საკმარისად არ ნანობ.- მშვიდად პასუხობს ვივიანი, თუმცა გულის სიღრმეში თითქოს შინაგანი ხმა კარნახობს,რომ არ შეეპასუხოს ისედაც განრისხებულს.

- იცი, რამდენად ვკარგავ თავს, როდესაც სხვებთან ერთად გხედავ,და ,მით უმეტეს, როდესაც ისინი გეხებიან, ასე თავისუფლად, ღიად, - ის სახეს აახლოვებს.- ისე , როგორც მე გეხებოდი, ახლა კი ჩემს მოახლოებაზეც კრთები.

- და მიზეზი?

- არასდროს მდომებია გამეკეთებინა შენთვის ის, რაც გაგიკეთე. მინდოდა ერთად ვყოფილიყავით მაშინ, როდესაც ჩვენი შვილი მოევლინებოდა სამყაროს,ერთად გვეყურებინა როგორ იძინებდა, იღვიძებდა, როგორ ამბობდა პირველ სიტყვებს. მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი და ისევ შემოგეხედა ჩემთვის იმ თვალებით, რომლებშიც არ იყო სიცივე და ზიზღი.

რევოლვერი | TOXIC STORY! |Where stories live. Discover now