ოთახს გამაყრუებელი ხმაური იცავს, კედელზე მიმსხვრეული ჭიქა ნაწილებად იშლება და ქვემოთ იფანტება. ვივიანი იმ ლანგარსაც იღებს,რომლითაც წამალი და ჭიქით წყალი მოუტანეს, და მასაც ოთახის ბოლოსკენ ისვრის.
- თქვენია აზრით, ეს წამლები მჭირდება?! ერთადერთი, ვისაც ესენი უნდა მისცეთ თქვენი ბატონია! - ვივიანი ლოგიდინად უყვირის კარებთან მდგომ ექთანს და თავს ძლივს იკავებს,რომ ისევ რამე არ გაუქანოს.- აქედან მოშორდით! გადით!
ვივიანს მარტო ტოვებენ უზარმაზარ ოთახში. ის უკვე დაბრუნდა ჯონგუკის ვილაში, ფსიქიატრიულში გატარებული ერთი კვირის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ჯონგუკი მხოლოდ ორჯერ ესტუმრა, ისიც იმის სათქმელად,რომ ,თუ სწორად მოიქცეოდა, სახლში დააბრუნებდა. ვივიანს ეგონა,რომ ნიმერია მასთან ერთად იქნებოდა, ამიტომ მასთან საუბრის დროს ინარჩუნებდა სიმშვიდეს იმის იმედით, რომ შვილს ნახავდა, თუმცა ორი დღის წინ, როდესაც სახლში დაბრუნდა და მთელი შენობა შემოიარა შვილის ძებნაში, დარწმუნდა,რომ ის აქ არ იყო. რა თქმა უნდა, ჯონგუკმა ის გადამალა და ვივიანი მას ვერასოდეს იპოვიდა თავისი ძალებით, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ ადგილში, რადგან ჯონგუკი ფლობდა ბევრ უძრავ ქონებას, მათ შორის, აზიისა თუ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ვივიანმა უბრალოდ ბევრი იტირა, შემდეგ შეეგუა მის არც თუ ისე სახარბიელო ბედს.
სახლში დაბრუნების შემდეგ ის ძირითადად დროს ოთახში ატარებდა, მიუხედავად ჯონგუკის მოგზავნილი შემოთავაზებებისა, დასწრებოდა ვახშამზე ან საუზმეზე, ის უარს ამბობდა,რა თქმა უნდა. მას არ შეეეძლო მასთან ერთად ერთ მაგიდასთან ჯდომა და ისე მოქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, ეს ჯონგუკის ნიჭი იყო, არა ვივიანის.
ყოველი ჭამის შემდეგ მასთან წამალი მოჰქონდათ, ექთანი ამბობდა,რომ ეს დამაშვიდებელი იყო, მაგრამ ვივიანს ეს არ სჯეროდა და ამას დამატებული არანაირი დამამშვიდებელიც არ სჭირდებოდა, ის გიჟი არ არის.ძალიან კარგად აანალიზებს სიტუაციას და იმასაც,რომ შვილის ნახვას მხოლოდ ჯონგუკის საშუალებით შეძლებს. მას ის სძულს, მაგრამ ნიმერიას გარეშე ვერ იცოცხლებს.ამიტ ურჩევნია დაიტანჯოს ,მაგრამ მისი ქალიშვილი ახლოს ჰყავდეს.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...