-რა?...
ვივიანი თვალებზე ხელს იფარებს და ძლიერი ქარის მიუხედავად ცდილობს ზემოთ აიხედოს. გემის მაღლა ვერტმფრენია,საიდანაც წამის მეასედში თოკები ეშვება, შემდეგ კი მასზე კბილებამდე შეიარაღებული ხალხი სრიალდება, გემზე ეშვება.
გემბანზე სრული ქაოსია, ვივიანს რამდენჯერმე ეტაკება ვიღაც, ბოლო კვრაზე კი წონასწორობას კარგავს და ეცემა. მაშინვე მუცელზე იკიდებს ხელს, უცნაურ ტკივილს გრძნობს.
- ღმერთო, არა...არა! - პანიკობს, ირგვლივ ისევ იხედება, გემბანის მეორე მხარეს სოჯინს ხედავს,რომელიც ასევე თვალებით ეძებს მას.
- აქ! სოჯინ! აქ ვარ! - ყვირის ვივიანი და ხელს უქნევს სოჯინს, რათა ძირს დავარდნილი შეამჩნიოს. და სოჯინიც როგორც იქნა ხედავს ვივიანს, თვალს თვალში უყრის,როცა უეცრად შეშდება , შემდეგ კი მისი ბაგეებიდან სისხლი გადმოდის.
- სოჯინ! - კივის ვივიანი,როცა სოჯინი უკვე უსულოდ ეცემა.
იმ წამიდან გემბანზე სროლა ტყდება, შეიარაღებული ხალხი გემის ყველა მგზავრს უმოწყალოდ ესვრის, არავის ინდობენ.ვივიანი ისევ სოჯინის ცხედარს უყურებს, მის გახელილ თვალებს, მას ზურგდან ესროლეს, მალულად, უსამართლოდ, მაშინ როდესაც ვივიანის დახმარებას ცდილობდა. ჯონგუკმა ალბათ სპეციალურად გასცა ბრძანება მისი მოკვლის შესახებ, ის ხომ უკანასკნელი ადამიანი იყო, რომელიც მას გაქცევაში ოდესმე დაეხმარებოდა, ხელს გამოუწვდიდა, მის ტკივილს გაიზიარებდა,ახლა კი აღარავინ ჰყავს, მთელს დედამიწაზე სრულიად მარტოა.
ვივიანს ცრემლები სდის, მწარედ ტირის ,ადგომას ცდილობს, თუმცა ძალა არ ჰყოფნის, ტყვიების ზუზუნი და ხალხის განწირული ყვირილი კი არ წყდება. ბოლოს როგორც იქნა ფეხზე დგება და გაჭირვებით მიდის სოჯინის გვამისკენ ,რათა უკანასკნელად მაინც გამოემშვიდობოს, გახელილი თვალები ნაზად დაუხუჭოს და ბოდიში მოუხადოს, თუმცა მას არ აცლიან.როგორც კი ვივიანს ამჩნევენ მის გარშემო წრეს აკეთებენ, ყოველი მხრიდან უჭირიან გზას.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...