საუკეთესო გზა,რომ ადამიანი ტყვეობაში გააჩერო, არის ის,რომ მან არ იცოდეს, რომ ტყვეობაშია.
ვივიანი მართლაც ატარებს ერთ კვირას ოთახში გამოკეტილი, ყოველგვარი გარესამყაროსთან წვდომის გარეშე, არც ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი. მთლიანი კვირა თითქოს სიბნელეში გაატარა. დღის განმავლობაში დღეში მხოლოდ ერთ მოსამსახურე გოგოს ხედავდა, რომელსაც დღეში სამჯერ საჭმელი შემოჰქონდა, ხოლო ორ დღეში ერთხელ მისი ექიმი, რომელიც , როგორც ჩანს, ჯონგუკს უკვე მოესყიდა( ან დაეშინებინა), ის ვივიანსა და ბავშვს ძირფესვიანად ამოწმებდა, რწმუნდებოდა,რომ ორივეს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ მიდიოდა.
ვივიანი ლამის სიგიჟის პირას იყო, ფიქრები თავს არ ანებებდნენ, მომავლის შიში კი შიგნიდან ღრნიდა.ბევრი ღამე გაატარა კარებზე ბრახუნით, თხოვნით, ვედრებით, რომ ვინმეს მაინც აღმოჩენოდა სინდისი და მისთვის კარი გაეღოთ.
ვივიანმა იცოდა, რომ ,თუ ჯონგუკის სახელს მაინც ახსენებდა და მას დახმარებას სთხოვდა, მაშინვე გამოუშვებდა, თუმცა ვივიანმა ძალიან კარგად იცოდა,რომ მის ქმარსაც ეს სურდა, შეგუებოდა მის "ბუნებას", დაევიწყებინა ის უდანაშაულო მსხვერპლები და ძველი ცხოვრების წესს დაბრუნებოდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა.
მაგრამ მას ასე არ შეეძლო, ვერ იცხოვრებ იმ ადამიანთან ერთად, რომლის უბრალო სიტყვებმა მრავალი ადამიანი გააუბედურა, ვერ გააგრძელებ იმ ადამიანის სიყვარულს, რომელმაც თავად წაართვა ვიღაცას საყვარელი ადამიანი. ვივიანმა გულის სიღრმეში იცის, რომ ჯონგუკის მიმართ გრძნობები ასე ადვილად ვერ გაქრება, მისი გრძნობები შეიცვალა, მაგრამ არ გაქარწყლებულა. თუმცა ის მზად იყო მისი გულისთვის ჯაჭვები მოეხვია და გონების ძალით დაეთრგუნა მისი ლტოლვა, რადგან ეს არასწორია და ის არ აპირებს ასეთი ადამიანის გვერდით გაზარდოს, ან გააჩინოს კიდევაც შვილი.
YOU ARE READING
რევოლვერი | TOXIC STORY! |
Fanfiction⚠️ ტოქსიკური, ძალადობის, წამების, sexual assault-ის სცენები. და თქვენ რას გააკეთებდით, თუ აღმოაჩენდით,რომ თქვენი "უნაკლო" ქმარი სინამდვილეში ცივსისხლიანი მკვლელია? ვივიანს ამაზე თავისი პასუხი აქვს...