1 ნაწილი

254 16 9
                                    

ლიკამ შეაბიჯა უსაყვარლეს სამსახურში და ყველა ერთიანად მივიდა მასთან,
-ლიკა, დაგაგვიანდაა...
წამოიწუწუნა თემომაც,
-თემო, მაცადე რაა...
უთხრა გოგომ ნერვებაშლილმა, თავის მაგიდასთან მიირბინა, კომპანიაში და ყავას ხელი დაავლო, მოსვა და უამრავ ფურცლებს დახედა,
-არ მითხრა, რომ ისევ არაბები...
-მომიწევს, რომ გითხრა, კი არაბები...
ამოთქვა თემომ, ლიკამ ყავა მოსვა და გაიცინა,
-ახლა მაგათ მე უნდა დავუხაზო, ვილის ესკიზები?
-მოგიწევს, ლიკუშ...
-თემმ, გეაჯებიი...
საყვარლად შეხედა გოგომ,
-შანსი არაა ლიკა, ისედაც დააგვიანე დღეს, ბევრი საქმეა, შენ არ იცი გიორგი, როგორ გაბრაზდა, ცოფები ყარა...
-რა ჩემი ბრალია, ავტობუსი ამერია...
-რა აგერია, გოგო?
გაიცინა ბიჭმა
-ავტობუსი, ამერია...
გაეცინა ახლა გოგოსაც, თან ესკიზების კეთება დაიწყო, ჩამოჯდა და სახაზავი და ფანქარი მოიმარჯვა,
-მაგრამ უსიმპათიურესი ბიჭი გავიცანი...
-ნუ გამაგიჟებ ლიკა, ავტობუსში ვინ გაიცანი, რომ მოგეწონა?
-არ მომეწონა, ისე ავღნიშნე ფაქტი...
-რა ერქვა?
-დათო...
გაიღიმა გოგომ
-დავით აღმაშენებელი, გაიცანი?
-არხარ შენ კარგად!
გაიცინა გოგომ და ბიჭმაც სიცილი დაიწყო,
-რა უნდათ ამ არაბებს?
-ჩაშენებული ბუხარი და კარადა, გარდერობი...
გაიცინა ბიჭმა
-ვაიმეეე მომინდომეს და მე უნდა ვიწვალო ამაზე?! შანსი არაა...
-არა ლიკა ვერაფრით მომისყიდი, ჩემს საქმეს ძლივს მოვრჩ...
-თუ გიყვარვარ...
საწყლად შეხედა გოგომ, ბიჭმა სახეზე ხელები მოისვა და გასწორდა
-ჯანდაბა გაგიკეთებ, ხოოო...
-მიყვარხაააარ ძაან, თეემ!
უთხრა ბიჭს და ლოყაზე აკოცა, თვითონ კი ჩანთას ხელი დაავლო და სამსახურიდან გავარდა, რომ სადმე კაფეშე წასულიყო, წესით სულ ერთი და იგივეში დადიოდა, მაგრამ დღეს სხვაგან წავიდა, უცებ შეაღო კარი და შესვლისთანავე ვიღაცას შეასკდა, მთელი ფურცლები მიმოიფანტა, გოგოს ნაცნობი სურნელი ეცა და თითქოს ისე დაატკბო სურნელმა, აზრზე ვეღარ მოვიდა, ფურცლების აკრეფა დაიწყო და ბიჭის და მისი ხელები უცებ შეეხნენ ერთმანეთს, წყვილმა ერთმანეთს შეხედა,
-შენ?
-შენ?
ერთმანეთის ხილვით დაბნეულები ძლივს გამოერკვნენ და ძლივს გასწორდნენ, ბიჭი უფრო დააკვირდა,
-არ მეგონა ისევ თუ შევძლებდი, შენს ნახვას...
-არც მეე...
უხერხულად გაიკრიჭა გოგონა და ბიჭს ფურცლები გაუწოდა, ბიჭმა დაიჭირა და ორივე ასე გაშტერდა, ერთმანეთის ყურებით უცებ გოგო გამოფხიზლდა და უხერხულად თქვა
-ისა...მე ყავის...დასალევად მოვედი...
დაბნეულმა ძლივს უთხრა, ბიჭიც დაიბნა
-მეც კიარადა, ვიყავი უკვე და ახლა მივდივარ...
-სად მიდიხარ...უი რა ჩემი საქმეა, კარგი კარგად მაშინ, წავედი კიარადა, წადი შენ...
-კარგად...
ამოიჩურჩულა ბიჭმა და კაფიდან გავიდა, გოგო კი ასე დაბნეული და ჩაფიქრებული ჩამოჯდა იქვე, ერთ ერთ მაგიდასთან და ახლაღა გაახსენდა, რომ ბიჭისთვის ნომერი ისევ და ისევ არ უთხოვია, თვალები ჭყიტა და ჩანთიდან წამში ამოიღო თავისი სავიზიტო ბარათი, მერე კი ეგრევე წამოხტა და გავარდა კაფიდან, რომ ბიჭს დაწეოდა რა დროსაც პირდაპირ დათოს წინ აღმოჩნდა ისევ ლამის შეასკდენ ერთმენთს, ბიჭმა ქოშინით გაუწოდა ფურცელი გოგომაც ზუსტად ამ დროს გაუწოდა ფურცელი,
-ჩემი ნომერია...
-ჩემი ნომერია...
ორივემ ერთდროულად თქვეს და რომ დამშვიდდნენ ერთმანეთს სავიზიტო ბარათები გამოართვეს,
-ისა ლამაზი ფურცელია, კიარადა...კარგი ნომერ...კიარადა, კაი წავედი...
ბოლოს მაინც თქვა დაბნეულად დათომ და ძლივს დატოვა იქაურობა,
-ღმერთო, ეს რა იყო...
ამოისუნთქა გოგომ.

ჩემი გოგო ხარ!💗Where stories live. Discover now