ელენე ისე სწრაფად გავარდა კინოდან, ბავშვებმა ვერც გაიგეს, თემო ეგრევე გაეკიდა,
-ელე გთხოვ!
ხელში ხელი ჩაავლო, როგორცკი კინოდან გამოვიდნენ,
-რას მთხოვ?! გამიშვი!
-შემთხვევით მოხდა, არ მინდოდა მართლა.
-მითუმეტეს!
-მაშინ გეტყვი, რომ მინდოდა!
თქვა ბიჭმა ამოიოხრა და გოგოს შეხედა, რომელიც არ უყურებდა,
-შემომხედეე ელეენე!
-არა!
უთხრა გოგომ მტკიცედ, ეგრევე გააშვებინა ხელები და გავარდა, ბიჭმა სახეზე მოისვა ხელები...
-ოხ ეს გოგო, შემიწირავს...
ამოიჩურჩულა და კინოში შებრუმდა, რომ ლიკასთვის და დათოსთვის ეთქვა, მივდივარო, მივიდა მათთან დათომ შეხედა
-რამოხდა ძმაო? ტუჩზე რა გაქვს...
თემომ თვალები აატრიალა და ტუჩსაცხის კვალი მოიშორა, დათომ პირი დააღო
-არ მითხრა რომ აკოცე!
-ვაკოცე...
-მერე ბიჭო?!
-მერე მოგიყვები...მე მივდივარ, ლიკასთან ყოჩაღად იცოდე, არ შემარცხვინო...
უთხრა ჩუმად და თვალი ჩაუკრა, დათომ თავი გააქნია და სერიოზულად შეხედა
-ახლა აუდი აქედან!
-მივდივარ ისედაც...
უთხრა თემომ და წავიდა დათო კი ისევ ლიკას მიუბრუნდა, რომელსაც ჩასძინებოდა, თავი უკან ქონდა მიყუდებული...ბიჭმა თავი მის მხარზე ჩამოადებინა, ამოიჩურჩულა
-რა საყვარელია...
გაიღიმა და ფილმს შეაჩერდა, გული სწრაფად უცემდა, გოგონას ტკბილი სურნელი ისე ახლოს იყო, სიგიჟემდე მოუნდა ჩახუტებოდა...მხარზე სიმსუბუქე იგრძნო, გოგომ თავი აწია და თვალები მოიფშვნიტა,
-ბოდიში, შენს მხარზე ჩამძინებია...
უხერხულად უთხრა ლიკამ, ბიჭმა კი ავიმციმებული თვალებით შეხედა,
-არაუშავს...გინდა წავიდეთ?
-კი...დავიღალე დღეს...
-კარგი წამო...
უთხრა ჩუმად და ნელ-ნელა გამოვიდნენ, კინო-თეატრიდან...
-შენზე რამე მომიყევი...
უთხრა ჩუმად გოგომ, ბიჭმა კი მანქანის კარი გაუღო, გოგო ნელა ჩაჯდა, მერე ბიჭიც საჭესთან დაჯდა და საუბარი დაიწყო...
-ჩემზე...რავიცი არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ვარ.
გაიცინა
-რამდენი წლის ხარ?
-24ის ვარ...შენ?
-ვაა მართლა? ჩემი ტოლი მეგონე? 20 წლის ვარ...
-პატარა ხარ ჯერ...
გაიცინა ბიჭმა
-არ ვარ პატარა, უკვე ვმუშაობ კიდეც...
-სად მუშაობ?
-"ხელოვნების სამყაროში" (არ ვიცი მართლა არსებობს თუ არა ესეთი კომპანია რაც მოვიფიქრე ის დავწერე😆)საინტერესო ადგილია...
-ვიცი ააა შენ თემოსთან ერთად მუშაობ...აღარც გამახსენდა ეგ...
-რამდენი ხანია თემოს იცნობ?
-არ ვიცი ალბად ორი წლიდან, ბაღიდნა სულ ერთად ვიყავით...მიკვირს აქამდე, რომ არ მყავდი ნანახი...
-იქნებ ახლა იყო საჭირო ჩვენი შეხვედრა...
გაიღიმა გოგომ
-ბედისწერის გჯერა?
-რა თქმა უნდა...ყველაფერი წინასწარაა შედგენილი...მთავარი კი სიყვარული, უცებ მოფრინდება, მაგრმა ეგეც ბედისწერით ხდება...
-სიყვარული...
მწარედ ჩაიღიმა ბიჭმა...
-სიყვარულის არ გჯერა?
-არსებობს ადამიანი ვისაც სიყვარულის არ ჯერა?
-ალბად კი...აბა რატომ ჩაიღიმე?
-არაფერი დკდ...
ამოიჩურჩულა ბიჭმა და მანქანა პატარა მყუდრო სახლთან გააჩერა, გოგომ გაუღიმა
-მადლობა, რომ მომიყვანე...
თქვა გოგომ, ღვედი მოიხსნაა და მანქანიდან ჩავიდა, ბიჭმა გაიღიმა, შეხედა სანამ სახლში არ შევიდა გოგონა და შუქი არ აანთო, მერე კი მანქანა დაძრა, სახლისკენ გაემართა, სახლში მისვლიდან ხუთ წუთში, ტელეფონი აწკრიალდა, ბიჭმა დახედა, ნომერი ეგრევე იცნო...მართალია სახელით არ ყავდა შეყვანილი, მაგრამ უკვე იმდენჯერ ქონდა ამოკითხული, იმ სავიზიტო ბარათზე, მიხვდა რომ ლიკა იყო და უპასუხა
-ხო ლიკა?
-ჩემი ნომერი უკვე შეიყვანე?
-არა ვიცანი ისე...კიარადა, ხო შევიყვანე...
-მიხვედი სახლში?
-კიი არ იღელვო მივედი...
-კარგი მაშინ კარგად, მეძინება...
-ტკბილიძილი...
-შენც...
ამოიჩურჩულა ტელეფონს მიღმა გოგომ, ბიჭს გაეღიმა გათიშეს და უცებ დენდარტყმულივით შემოვარდა სახლში თემო,
-ვაიმე დათო!
-რა იყო გული გამისკდა!
-ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?!
-ვერახარ შენ! ამოისუნთქე!
-ისა რაქვია იმას...რომ ვაკოცე გამწია და გამარტყა...
-აუუუ რა ცუდია...მეგონა უკვე ერთად იყავით...
-აუ რა ვქნა?!
-შენ ხო თქვი თავს ვაყვარებო...ხოდა შეაყვარე რაა გაიგე რა ხიბლავს ბიჭში...
-აუ ჯიგარი ხარ! შენ რა ქენი ლიკასთან?
-ისა და აქ, რომ ლიკა მყოლოდა და რომ შემოვარდი, კაი იქნებოდა?!
-მოიცა მოიცა, უკვე ეგრეა საქმე, რომ სახლში შეიძლება გყოლოდა, ამოყვანილი და რამე რუმე და თქვე...
-ბოდავ! ისე ვთქვი!