დათომ მოყოლა დაიწყო, თემო კი მეორე სიტყვაში მიხვდა რაშიც იყო საქმე,
-მოიცა, მოიცა შემთხვევით მაგ გოგოს, კიდე ხოარ შეხვდი კაფეში...
ეჭვით შეხედა, დათომ კი გაოცებულმა შეხედა
-შენ რა იცი?
-ვაიმეეეე არ გავგიჟდე ახლა!
წამოიძახა თამომ სიცილით, და უცებ დასერიოზულდა, დათოს შეხედა
-ჩემი მეგობარი გაიცანი შენ!
-რა?
დაიბნა ბიჭი
-ჩემი ერთი კოლეგა და მეგობარი არის ლიკა, რომელმაც ზუსტად იგივე ამბავი მომიყვა, შენზე!
-მოიცა ანუ ჩემზე მოგიყვააა?!
გაეხარდა ბიჭს, თემომ კი თვალები აატრიალა და თავში წამოარტყა
-ბიჭო მაგ გითხარი ახლა მე შენ, თუ ის, რომ ეგ ლიკა ჩემი მეგობარია!
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია მოგიყვა!
-მეღადავება ეს მე...
-მაგის ნომერი მაქვს...
-დღეს შეგახვედრებ, თუ გინდა...
-არააა შანსი, არ არის...ვერა!
-კაი რა, ფილმის საყურებლად მივდივართ და წამო!
-არააა ვერაა, შანსი არაა!
-წამო წამო და თან მე ელენესთან დაჯდომა მომიწევს, შენ თუ წამოხვალ...
-მაგ გოგოს კიდე უთხარი, რომ გიყვარს და მორჩება რა იყო!
-ვცდილობ თავი შევაყვარო...
გაიღიმა თემომ
-და სულ ნერვებზე შლით შეაყვარებ თავს!
-ეგეც მიშლის!
-ხო და დაჭამეთ ერთმანეთი!
-კაი რა იყო, წამო რაა...არ გინდა რამე, რომ გამიხერხდეს?
-კაი ხოო...
ამოიჩურჩულა
-ხოდა ეგრეეეეე!
-ერთი კითხვა მაქ შენთან...
-გისმენ...
-ლიკას შეყვარებული ყოლია?
-არა! ნუ ნერვიულობ, არავინ ეგეთი...
-არა კაცო მე რაში მაინტერესებს...ისე გკითხე...
-კიკი, როგორ არა...
ჩაიცინა ბიჭმა და დათოს უცებ უთხრა
-კაი მიდი გაემზადე, საღამოს მივდივართ!
-ჯერ ადრეა, ცოტახანში გავემზადები...*...*
ლიკა მთელი დღე ესკიზებს აკეთებდა, მერე ძლივს რომ მორჩა უფროსის კაბინეტში შევიდა
-ბატონო ნოდარ...მოვრჩი ჩემს საქმეს დაა...
-ლიკა დაჯექი, ორი წუთით...
-რა გნებავთ?
-ამ ბოლო დროს, ხშირად აგვიანებ...უნდა გამოასწორო, შენი სიტტუაცია...
-კი მაგრ...
-არავითარი მაგრამ ლიკა, ეცადე აღარ დააგვიანო, თორემ სამსახურის დატოვება მოგიწევს...
-კარგით...
ამოიჩურჩულა გოგომ და კარისკენ წავიდა
-ლიკა...
-დიახ?
-ეგ კაბა გიხდება...
გაუღიმა კაცმა, ლიკამ თვალები აატრიალა და გავიდა, სახლში წასასვლელად ჩანთა აიღო, მალე უნდა მისულიყო გამზადება და კინოში წასვლა, რომ მოესწრო...მართლაც მალე მივიდა, ეგრევე მზადება დაიწყო, მოკლე ულამაზესი შავი კაბა ჩაიცვა და ტუჩზე უფერული გლოსი წაისვა, სულ ეს იყო მეტი არაფერი ჭირდებოდა, ბილეთი აიღო, ჩანთასაც ხელი დაავლო და მის მაგიდაზე დათოს სავიზიტო ბარათი შენიშნა, ხელი ნაზად შეახო, დაიჭირა ბარათსაც კი მისი სურნელი ასდიოდა,
-ღმერთო ოღონდ ეს არ მოხდეს, რა გევედრები...
ამოიჩურჩულა გოგომ, ბარათი ტელეფონის ქეისში ჩაიდო და სახლიდან გავიდა...
მალე უკვე ლიკა და ელენე კინოთეატრის წინ იდგნენ, თემოს ელოდებოდნენ
-ეს დაბდურა, ამდენი ხანი სად არის...
თქვა ელენემ და ფეხები ააბაკუნა, შესცივდა, მართალია ძალიან სიცხეები იყო, მაგრამ საღამოს მაინც აცივდებოდა ხოლმე.
-აი ჩვენც მოვედით...
მოესმათ გოგონებს უკნიდან თემოს ხმა, ელენე ეგრევე შებრუნდა, თემო ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა, ელენემ გაიღიმა და მიუახლოვდა.
-ნუ იპრანჭები შენი ჭირიმე!
დამპლურად გაუღიმა, მერე კი ლიკაც, რომ შემოტრიალდა და თემოს გვერდით, დათო დაინახა, ლამის შოკი მიიღო, ბიჭს თეთრი საროჩკა ეცვა და შავი შარვალი, ძალიან უხდებოდა, რამდენიმე ღილი შეხსნილი, ორივე ასე გაშეშდა, ბოლოს თემომ და ელენემ ეს შეამჩნიეს...
-რა ხდება აქ..
ამოიჩურჩულა გოგომ, თემოს გასაგონად
-ეს ის ბიჭია, დღეს ლიკამ რომ მოყვა!
-რაააა?!
წამოიკივლა ელენემ სიხარულით...
მაგრმა ლიკას და დათოს წარბიც არ შეურხევიათ ისე ისე იყვნენ ერთმანეთს უუყურებდნენ
-მჰმ...ელენე გაიცანი ეს დათოა, დათო გაიცანი ეს ელეენეა! დათო! დათოთქო!
მხარი ძლიერად გაკრა, ბიჭი კი ძლივს გამოფხიზლდა და ელენეს ხელი ჩამოართვა...
-ლიკა შენ კი იცნობ უკვე...
-შენ აქ საიდან?
დაიბნა ძალიან ლიკა
-მე...მე თემოს ძმაკაცი ვარ და მითხრა წამოდიო...
-რა დროს ეგაა ხალხო შევედით!
თქვა ელენემ უხერხული ღიმილით და თემოს ხელი ჩაალო, ბიჭს გაეღიმა, ორივე ერთად შევიდნენ კინოში,
-წამო...
თქვა ჩუმად დათომ, ანუშნა შენ შედი ჯერო, კარში გაატარა და შევიდა...მალე უკვე კინოს დიდი ეკრანის წინ იჯდნენ, მესამე რიგში თემომ ისე გაახერხე, რომ დათო და ლიკა ერთად, ხოლო თვითონ და ელენე ერთად დაჯდნენ, ელენეს გადაუჩურჩულა
-უკანა რიგები უნდა ამეღო...
-რა იდიოტი ხარ თემო!
უთხრა ელენემ და თმაზე მოჩეჩა
-რას გადაეკიდე ამ ჩემ თმას?!
-კაი ჩუუუ დაიწყო!
თემომ შეამჩნია ელენეს, რომ სციოდა თავი გააქნია, მოსაცმელი გაიხადა და გოგოს მოაფარა
-რას აკეთებ?
-ხომ გციოდა...მე მაინც მცხელა...
თქვა ბიჭმა და სულ არ შეიმჩნია, რომ გოგოზე ზრუნავდა, ლიკა და დათო კი მშვიდად იჯდნენ ერთად,
-ლიკა...
-მჰმ გისმენ?
-ამ დღეებში, გინდა ერთად სადმე გავიდეთ?
-კი კარგი იდეაა...
გაუღიმა გოგომ, ფილმი კი დაიწყო, ელენე და თემო ერთმანეთს ეღადავებოდნენ ყოველ სიტყვაში,
-უხდებიან ხო?
კითხა დათომ ლიკას
-რა? ელენე და თემო? შანსი არაა...
-რა?
-ანუ სულ ერთმანეთს აწვალებენ...
-მერე?
-სულ ერთმანეთს, ლანძღავენ და მეზიზღების, უძახიან...
-ყველაფერი მანდედა, იწყება...
თქვა დათომ და გაიღიმა, თემო და ელენე კი ისევ ისე იცინოდნენ,
-ნახე კოცნიან!
უთხრა უცებ ელენემ თემოს, ბიჭმა გაიცინა
-ლამაზი ქალია რა გინდა...
-ვაიმეე რა იდიოტი ხარ!
-რაო ხოარ ეჭვიანობ?!
-ღმერთმა დამიფაროს...
თქვა ელენემ და თვალები აატრიალა, თემომ კი უცებ მოკიდა სახეზე ორიევ ხელი და ტუჩებში აკოცა, ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ელენემ ვერც გაიაზრა, ეგრევე მოიშორა და სახეში გაარტყა...
-იდიოტო!
-მოიცა რატო დამარტყი?!
-რატო მაკოცე?!
-ისე...მომინდა და გაკოცე!
-რასქვია მოგინდა! იდიოტი ხარ!