როცა პატარები იყვნენ, თეჰიონი ყოველთვის გამოირჩეოდა მესაკუთრეობით. უყვარდა ნივთების დასაკუთრება, და-ძმას არასდროს არჩენდა არაფერს, უმცროსს ყოველთვის ყველაფერს პატიობდნენ და არც ფუფუნება ეკლდა რომელიმე კიმს. ხანდახან მშობლები ჩხუბობდნენ, ძირითადად ომეგა ჭირვეულობდა ხოლმე, წუწუნებდა, რომ მეუღლე მეტ დროს არ ატარებდა ოჯახთან, მაგრამ მსგავსი ბრაზის მომენტები დიდხანს არ გრძელდებოდა. კიმ დოვუნს საკუთარი ჭეშმარიტი მეუღლე ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა, მათ შორის ხანგრძლივი არ იყო წყენა. მოუგვარებელი პრობლემები არასდროს ჰქონდათ, არც სადარდებელი ათენებინებდათ ღამეებს და არც მომავალი დღის შიშით იძინებდნენ. საბოლოო ჯამში, მშვენიერი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ ყველას აქვს გარკვეული სახის წინააღმდეგობები ცხოვრებაში. უფროსი კიმი ერთადერთი ალფა იყო ოჯახში მანამ, სანამ თეჰიონი შეეძინებოდათ. კაცს სოკჯინიც და კესიდაც ყველაფერზე მეტად უყვარდა საკუთარ ომეგასთან ერთად, მაგრამ ალფის დაბადებამ უფრო მეტად კარგი გაუხადა სიცოცხლე. ოცნება აუსრულდა, ალფა ეყოლა, რომელიც ზუსტად ისეთი გაიზარდა, როგორიც უნდა ყოფილიყო მისი შვილი, ყოველ შემთხვევაში, დოვუნის საზომები თეჰიონთან სწორ ნიშნულს უჩვენებდა.
არცისე სტაბილური ჯანმრთელობა უფროს ალფას ასაკის მატებასთან ერთად შეერყა. კაცს წნევამ დაარყდა მაშინ, როცა თეჰიონი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. ბიჭმა მას მერე გადაწყვიტა, რომ ოჯახში მისი ჩართულობა ისე იყო საჭირო, როგორც არასდროს და, რადგან მამის შემდეგ ერთადერთი ალფაც თავად გახლდათ, აუცილებლად მიიჩნია, გარკვეული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. მანამ მაინც, სანამ უფროსი კიმი გამოჯანმრთელდებოდა. პატივის მოყვარული იყო, მოსწონდა, როცა საზოგადოებაში აფასებდნენ, კარგი თვალით უყურებდნენ მას. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის პერიოდში ის კომპანიაში თითქმის ყოველ დღე დადიოდა, მამის ადგილის დაკავებაზე ფიქრი ჯერ მაინც ადრე იყო, გარდა ამისა, თინეიჯერს სხვა გატაცებებიც ჰქონდა კომპანიის მართვის იქით. ბიჭი ყველა ნაკურთხ თვისებასთან ერთად საკმაოდ გართობის მოყვარულიც გახლდათ, შესაბამისად, თუ ოჯახის გაძღოლაზე ფიქრობდა გონებით, პენისით სულ სხვა მხარეს იყურებოდა. ეს კი ცოტა აფიქრიანებდა უფროს ალფას, თუმცა მაინც თვლიდა, რომ თეჰიონი ახალგაზრდა, სიმპათიური ყმაწვილი იყო და თუ ფიზიკურ სიამოვნებას ცოტა დროს დაუთმობდა, ეს არაფერს დააშავებდა. თუმცაღა ალფას ძალზედ უნდოდა, რომ ვაჟი დაოჯახებულიყო და შვილები ჰყოლოდა, თავად კი შვილიშვილები.
YOU ARE READING
ტრიალიზმი
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...