ჯიმინი იჯდა მთელი გზა საჭესთან და უსიტყვოდ მართავდა მანქანას. მეგობრის მდგომერეობა სრულებით არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, ამას მხოლოდ ნახევარ საათში ვერ შეძლებდა. სომინისთან მოილაპარაკა, უკეთესი იქნება, ჩემთან თუ დარჩება ჯონგუკი ღამითო და დედაც დასთანხმდა. ლოგიკურია, ომეგის და მეუღლის ერთ სივრცეში გაჩერება არ იყო მიზანშეწონილი, თესუს ჯერ კიდევ უხურდა სახე შვილის საქციელისგან. მის რისხვას მხოლოდ ცოტა ხნით თუ გადადებდნენ ჯონგუკის მისი სიახლოვიდან გაქრობით, ასე რომ, ჯიმინის მადლობა გადაუხადა კარგი მეგობრობისთვის ქალმა და გაფითრებულ შვილს ეჭვით გააყოლა თვალი.
ჯონგუკი სიმძიმეს გრძნობდა. სახიდან მაკიაჟის ჩამობანაში ჯიმინი დაეხმარა, ფეხზე ძლივს იდგა, ემოციურად იყო დაშილი და ამდენად ცუდად თავი ჯერ არ ეგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის შესახებ წინა დღეებშიც იცოდა, ეს საღამო ყველაზე რთულად დასრულდა მისთვის. გვერდით ეწვა ომეგა, მისი სასიამოვნო სუნი ამშვიდებდა, არადა ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე იყო, განსაკუთრებით პარფიუმის სუნებზე. მარტივად ჩაეძინა და მთელი ღამეც მშვიდად ეძინა. სამაგიეროდ დილით მოუწია ტოქსიკოზისგან სააბაზანოში შეკეტვა, ჯიმინი გვერდით ედგა და მისი შუბლი ეჭირა მანამა, სანამ თავად ღებინებისგან მთლიანი კუჭი არ დაუცარიელდა. მადლიერების გრძნობა გაუჩნდა მეგობრის მიმართ, საკუთარი საცოდაობისგან ტირილი მოუნდა და გულში კიმიც გალანძღა ამ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის. ახლა ზუსტად ჰგავდა ისეთ ომეგას, როგორად ყოფნასაც გაურბოდა წლები ასე ძლიერ. რეალურად ამ ამბავში დამნაშავედ არ თვლიდა თეჰიონს, უფრო სწორად, ფიქრობდა, რომ ორივე ერთდროულად დაუფიქრებლად მოიქცა, თუმცა, რას წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. კიმმა არც არაფერი იცოდა, ის ვერ იფიქრებდა ვერც ასე და ვერც ისე, არ შეაწუხებდა არანაირი ემოცია განსხვავებით ჯონგუკისგან, მაგრამ ომეგა მზად იყო აეტანა ეს ყველაფერი ცოტა ხანს, კერძოდ, აბორტის გაკეთებამდე. თვლიდა, რომ ეს მოულოდნელი, ჩაუფიქრებელი რაღაც მასში ისევე უნდა გამქრალიყო, როგორც გაჩნდა, თეჰიონი თუ გაიგებდა, ეჭვი არ იყო, იგივე აზრზე იქნებოდა ისიც, მაგრამ ჯეონისთვის ნაწილობრივ თავის დამცირება იქნებოდა იმ ალფასთან მისვლა და იმის თქმა, რომ მისგან დაორსულდა. ყველაფერი თუ ხმაურის გარეშე დასრულდებოდა, ომეგა შეძლებდა ცხოვრების ჩვეული ტემპით გაგრძელებას. პოზიტიური ფიქრები მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდისთვის იყო, რომელიც დიდხანს სულ არ ჩერდებოდა მასთან. რეალურად სასოწარკვეთილებამდე ცოტა ეკლდა. იმ დღეს, ტესტი რომ გაიკეთა და დადებითი უჩვენა, შეეშინდა, მარტო იყო და შეეშინდა. მეორე დღესვე საავადმყოფოში წავიდა, იქიდან სულ მთლად დაშლილი გამოვიდა თავში უამრავი აზრით. ქვიშის სასახლეს ჰგავდა, შტორმამდე თავს სიდიადით, ძლიერებით, მშვენიერებით რომ იწონებდა და ახლა ტალღას გადაევლო მისთვის. უწინდელი თავდაჯერებულობა, მოწადინება, სიმყარე, ის ყველაფერი, რაც ჯონგუკს, ამ ომეგას სხვა ომეგებისგან გამოარჩევდა, მიწასთან გაესწორებინა უზარმაზარ მასას.
YOU ARE READING
ტრიალიზმი
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...