13.

120 26 163
                                    

როცა ტაქსის ჩაწეული მინიდან შემოსულმა ცივმა ჰაერმა გამოაფხიზლა საიმისოდ, რომ უკეთ ეაზროვნა, მხოლოდ ესემესით არ დაკმაყოფილდა და ხელმეორედ დარეკა კესიდასთან. სანამ და ლაპარაკობდა, თეჰიონს გულის ძგერა საკუთარ ყურებში ესმოდა, ვერ ხვდებოდა, მაგრამ ნერვიულად აწვალებდა პერანგის შეხსნილ საყელოს. ბავშვის ყოლის აზრი ხიბლავდა ახლა ისე, როგორც არასდროს. შეიძლება მამის გავლენაც იყო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის აიყვანდა თეჰიონის შვილს ხელში, მაგრამ კიმი ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა პატარების მიმართ სიყვარულით. თავიდან თუ მოულოდნელი იყო ჯონგუკის ორსულობის ამბავი, ისე მარტივად მიიღო და შეეჩვია მომავალი მამობის იდეას, თითქოს ამაზე მთელი ცხოვრება ფიქრობდა. უკვე ოცდაექვსი წლის იყო, ამ ასაკში სხვა ალფები აქტიურად იწყებდნენ დაოჯახებაზე ფიქრს, თეჰიონს ეგ აზრი ნაკლებ ანიჭებდა ბედნიერებას, მაგრამ მამობა ერთობ აინტრიგებდა. ჰოპ და უბრალოდ ძალიან მოუნდა შვილი. ჯონგუკს არ მისცემდა ამ სურვილის სისრულეში ვერ მოყვანის უფლებას. შეეშინდა, როცა კესიდასგან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოისმინა ჯონგუკის საავადმყოფოში ყოფნის ამბავი. მოიტყუებოდა, თუ იტყოდა, რომ მხოლოდ ბავშვის გამო იგრძნო შიში, მაგრამ თავს მეტზე ფიქრის უფლებას არ აძლევდა. იქ რომ მივიდნენ, ნამჯუნი ეზოში დარჩა, სოკჯინთან უნდა დაერეკა. კიმს წამით არ უყოყმანია, ისე წავიდა იმ პალატისკენ, რომელშიც ჯონგუკი იწვა. კალიდორის ბოლოს, პალატის კართან სკამზე ჯიმინი იჯდა ქალბატონ ჯეონთან ერთად და ყავას შეექცეოდა ორივე ომეგა. იმ მომენტისთვის თეჰიონს სანერვიულო აღარაფერი ჰქონდა. ყველაზე ცუდს თითქმის უკვე ჩაევლო მაშინ, როცა ბარში მყოფს კესიდამ დაურეკა. ჯონგუკს ჯერ კიდევ დილით ასტკივდა მუცელი, გამონადენმა შეაშინა, ჯიმინიმ წამოიყვანა სასწრაფოდ ომეგა ექიმთან. სომიც თან ჰყავდათ, სიჩქარეში გოგონა ვერსად დატოვეს და ჯიმინის დამსახურებით მის სახლში წასაყვანად სომინი მოვიდა. უმცროსი შვილი მძღოლს გააყოლა, თვითონ დილას მერე იქ იჯდა პაკთან ერთად და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯონგუკი ბავშვთან ერთად თავს კარგად გრძნობდა, იქიდან წასვლის სურვილი არცერთ ომეგას ჰქონდა. თეჰიონის გამოჩენამ ორივე გააოცა, კიმმა მხოლოდ ცივი სალამი გაიმეტა მათთვის და პირდაპირ შეაჭრა პალატის სიღრმეში. კესიდასგან ყველაფერი იცოდა თითქმის, მშვიდად უნდა ყოფილიყო, სიმშვიდე სჭირდებოდა თვითონ ომეგასაც, მაგრამ თეჰიონი გრძნობდა, რომ სისხლი უდუღდა.

ტრიალიზმიWhere stories live. Discover now