: აგჰ, რომელი საათია?
: სად ჯანდაბაში ხარ?_ტელეფონში მეგობრის ნაძალადევად ამოთქმული რამდენიმე სიტყვა მოესმა თუ არა, წამით არ დაუყოვნებია ჯონგუკს.-მერამდენედ დავრეკე უკვე._უკმაყოფილოდ ამოიდუდღუნა და ყურზე მიკრულ ტელეფონზე თითების მოჭერა შეამსუბუქა.
: რა გინდა?
: რა მინდა, ჯიმინ?_დამცინავად გაუსწორა მზერა სააბაზანოს სარკეში საკუთარ ანარეკლს ისე, თითქოს მის ნაცვლად იქ ჯიმინი იყო.-დედაშენმა დარეკა, მკითხა, რატომ არ პასუხობ მის ზარებს და ხომ ყველაფერი რიგზე გაქვს.
: ჯანდაბა._ჯონგუკს ნადმვილად გაუადვილებდა მეგობრის ეს დაპანიკებული ხმა მისი სახის გამომეტყველების წარმოდგენას.-დამერხა?
: მოვატყუე და ვუთხარი, რომ სააბაზანოში ხარ.
: ვაიმე, გმადლობ.
: რატომ ჰგონია, რომ წუხელ ჩემთან დარჩი?
: მე ვუთხარი, რომ შენთან ვრჩებოდი.
: მინიმუმ მეც უნდა მცოდნოდა, იდიოტო._ბრაზით წამოიყვირა მოსალოდნელზე ამაღლებული ხმით.
: ხო, ვიცი, დამავიწყდა შენი გაფრთხილება.
: სინამდვილეში სად ხარ?_დამნაშავის ხმამ სულ ცოტათი მოულბო გული გაბრაზებულს, თუმცა ჯონგუკის ტემბრი მაინც მყარი იყო.
: დავურეკავ დედას, ვალში ვარ შენთან. მიყვარხარ.
: შენ რა, კითხვას თავს არიდებ?_გამჭოლი მზერით სარკეში ანარეკლს მიაშტერდა, სხეული კიბილებთან ერთად დაეჭიმა და ბრაზისგან სისხლის დუღილი იგრძნო სისხლძარღვებში.-პაკ ბოზო ჯიმინ, სად ხარ???
: შემეშვი, ჯონგუკ.
: კარგის ტრ...ამან რა, გამითიშა?_ისე ამოილაპარაკა მობილურის ეკრანზე დაშვებული მზერით, თითქოს საკვირველი იყო პაკის მხრიდან ბოლო ნამოქმედარი.-წადი შენი._უეცრად დასრულებული ზარის გამო შეიკურთხა და უხეშად მიაგდო ტელეფონი უამრავი სქინ ქეარის პროდუქტით დატვირთულ ხის ზედაპირზე.
YOU ARE READING
ტრიალიზმი
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...