ერთხელ ერთ ბრძენ კაცს მეფემ დაეჭვებით ჰკითხა, რა ჰქვია იმ დაავადებას, თავს საუცხოვოდ კარგად რომ გაგრძნობინებს, სინამდვილეში კი შიგნიდან გჭამსო. ბრძენმა მიუგო, პატივმოყვარეობა და მეტი არაფერი. მეფემ სამეფო კარზე ერთადერთი მართლის მთქმელი ბრძენი კაცისათვის თავის მოკვეთა ბრძანა. განა პატივმოყვარე კაცისთვის იმაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის, ვიდრე იმის თქმა, რომ ის პატივმოყვარეა?!
ძველად მიღებული იყო ყოველწლიურად მეჯლისების მოწყობა სპეციალურად იმ ომეგებისთვის, რომელთაც ჯერ არ ჰყავდათ პატრონი, მეუღლე, ალფა. წინასწარ იწყებოდა ასეთი ომეგების ოჯახებში სამზადისი, იკერებოდა სპეციალურად მათთვის სამოსი ბარხატისა და ატლასისი ძვირფასი ქსოვილებით. იქმნებოდა სამკაულები. მსგავს მზადებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული დაუოჯახებელი ომეგისთვის, რადგან წვეულებაზე მათი სრულყოფილ ფორმაში წარდგენა ფულიანი ალფის ნახვის შანს ერთი-ორად ზრდიდა. ითვლებოდა, რომ ომეგის დაბადება ტვირთი იყო, საერთოდაც მშობლები სუსტი რანგის წარმომადგენლებს საკუთარი ხარჯით ზრდიდნენ იმ ეტაპამდე, სანამ მათი ასაკი საშუალებას მისცემდათ, ის საზოგადოებაში გაეყვანათ და, აი, შემდგომ უკვე იწყებოდა იმაზე ფიქრიც, როგორ ჩაებარებინათ ომეგა ალფისთვის. ძირითადად ამ რანკის ადამიანებს არ ჰქონდათ პროფესია, სამსახური, სადაც დღის ნაწილს გაატარებდნენ, უმეტესი მათგანი არც განათლებას ეძალებოდა, თუმცა იყვნენ გამონაკლისები. თუ ოჯახი სახელოვანი და წარმოსადეგი გახლდათ, თანაც შეძლებული, მაშინ ალფაც, ომეგაც და ბეტაც სათანადო განათლებას იღებდა, მაგრამ მათ შემთხვევაში უფრო რთული გახლდათ იმ პროცესის სწორად წარმართვა, რომლის მიხედვითაც საჭირო ასაკს მიღწეულ ომეგას დააოჯახებდნენ მათთვის შესაფერის ალფაზე. არავის და განსაკუთრებით მდიდრებს არ სურდათ იმაზე ნაკლები შეძლების მქონე ოჯახთან დანათესავება, ვიდრე მათ ფენას ეკადრებოდა.
YOU ARE READING
ტრიალიზმი
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...