18.

13 8 42
                                    

ამბობენ, ადამიანის ყველაზე დიდი შიში დაცემა კი არ არის, არამედ ფეხზე წამოდგომაო. კონფუცის ცხოვრება სავსე იყო ვარდნითა და აღმასვლით. ტკივილის შეგრძნება აძლიერებს ადამიანს, მაგრამ, როცა ფეხზე წამოდგომას არ ცდილობ, ისე გეცლება ძალა, როგორც ხეს გამხმარი ფოთლები ქარიან ამინდში. ტკივილი რომ ჩაგაფრინდება, მასში თუ ჩაიძირე, იქიდან ამოსვლის ნამდვილად უნდა გეშინოდეს, რადგან მთავარი სიძნელე დაცემულის ფეხზე წამოდგომაშია. იმასაც ამბობენ, რომ ყველა დაღმართს, აღმართი მოჰყვება. ეგ თქვენ გადაწყვიტეთ, სინამდვილეში რას რა მოჰყვება. თუმცა ვიტყვი, რომ სწორედ ჩვენი ყველაზე ბნელი მომენტების დროს ვხვდებით ჩვენს ნამდვილ ძალას. გინახავთ ვიდეო დედა დათვზე და მის პატარა ბელზე?! ჯონგუკმა ნახა, როგორ ცდილობდა თოვლით დაფარული ბორცვის ყველაზე მაღალ წერტილზე აბობღებას ბელი. დედა დათვის მზერა არ შორდებოდა შვილს. ომეგამ დაითვალა და პატარა ორჯერ ჩაცურდა ისევ იქ, საიდანაც მშობელთან ერთად დაიწყო აღმართზე ასვლა. მოყინულ, ქათქათა თოვლზე თათებით ნაკვალევს ტოვებდა შეუჩერებლად. ბევრჯერ დაეცა, ჩაცურდა, მაგრამ ბოლოს იქ მაინც ავიდა, სადაც დედა ელოდა. ჯონგუკის შიში ნამდვილად იყო საშიში, მისგან თავის დაღწევა კი ერთ-ერთი ყველაზე რთული მიზანი, რომელიც შეიძლებოდა გასჩენოდა.

ომეგის გაფითრებულ სახეს ზაფხულის გრილი ღამის ნიავი ეპოტინებოდა ისე მოურიდებლად, თითქოს მისთვის ენერგიის შთაბერვას, გამოცოცხლებას ცდილობდა. ხის მოაჯირიან აივანზე იჯდა სარწეველა სკამში და გაშეშებული მზერით გაჰყურებდა ერთ წერტილს. ცა ბნელი იყო, ყველაზე ბნელი და თან ვარსკვლავებით მოჭედილი. აივნის ამ კუთხიდან კარგად მოჩანდა სამეზობლო, სხვა, ერთმანეთის მსგავსი სახლები, თაღოვანი ფანჯრები, მათიდან გამომძვრალი თბილი სინათლე, ოჯახური იდილეა, რაც ასე ეკლდა, განსაკუთრებით ამ მძიმე პერიოდში. საიდანღაც ძაღლის ყეფა აღწევდა ომეგამდე. თუნუქის სახურავებს მთვარის ცივი ნათება იდუმალებით ირეკლდა და ხეებზე შებმული ფოთლების შრიალი თითქმის ვერ ფარავდა რომელიღაც ტოტზე შემომჯდარი ჭოტის კივილს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: 4 hours ago ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ტრიალიზმიWhere stories live. Discover now