საპირფარეშოდან გამოსულმა ბნელ კუთხეში თეჰიონის განიერ მხრებს მოჰკრა თვალი, ვიღაც მიემწყვდია, კოცნიდა, ხელებს მის უბესთან აფათურებდა და ომეგამ ინტერესი იგრძნო იმ დოზით, მოშორებით ხედისთვის თვალის არიდება რომ ვეღარ შეძლო. უნდოდა წინ წაეწია, დაენახა, ვინ იყო ამჯერად კიმის ყურადღების ღირსი და ზუსტად მაგ მომენტში, როცა სასმლისგან გაბრუებულმა არცისე მყარად გადადგა ნაბიჯი, თვალი წამიერად მოჰკრა იმ ადამიანის სახეს, რომელიც ამ საღამოს უკვე ენახა. უცნაური რამ იგრძნო, ინტერესი სრულიად გაქრა და დაუფიქრებლად გასცილდა ადგილს.
-დაასხი._გზად კიდევ ერთ ჭიქაზე მიაკითხა აწ უკვე კარგად ნაცნობ, ჭორიკანა ბარმენს.-რა თქვი, ის ფერმკრთალი ვინ არისო?_ვერ შეიკავა თავი.
-ამ ბარის მფლობელის შვილი და ჩემი უფროსი, რა იყო?_აშკარა ინტერესით გადმოიწია წინ.-ხომ არ მოგეწონა?
-იმ იდიოტის ვინ არის?
-ვინ იდიოტის?
-ბევრ იდიოტს იცნობ?
-მეგობარი._მარტივად უპასუხა ნიკიმ ერთი შეხედვით, უდარდელი განწყობით ვისკის ჭიქაში ლამის ცხვირით ჩამძვრალს.
ნიკის მაშინვე გამოსცილდა, როგორც კი პასუხი მიიღო. სხვას არც არაფერს ელოდა თეჰიონისგან. კიმი ისეთი სულაც არ იყო, როგორადაც თავს აჩვენებდა საზოგადოებაში. ნანახი კადრების გასაფანტად თავი გააქნია. ალკოჰოლმა საიმისოდ ნამდვილად მოუდუნა სხეული, უამრავ უცხო ადამიანში ყველანაირი ფიქრისგან შემსუბუქებულს რომ ეცეკვა. წარმოდგენა აღარ ჰქონდა, სად იყო ჯიმინი, ბოლოს ბართან, მორიგი მოჰიტოს ჭიქით ხელში დატოვა და ეგ დაახლოებით ერთი საათის წინ უნდა ყოფილიყო. არც ის იცოდა, რა დრო იყო ახლა, ვის ხელებს გრძნობდა უკანალზე, ვინ ეკვროდა გამაგრებული უბით, მაგრამ ზუსტად შეეძლო იმ სხეულის გარჩევა, რომელიც სულ რამდენიმე მეტრში იდგა. თეჰიონის მზერას გრძნობდა მთელი საღამო, რამდენიმე საათის განმავლობაში იქ იყო, იმ ბარში, იმ სივრცეში და არ წყვეტდა ომეგის თვალიერებას. თავიდან თუ აღიზიანებდა, შემდეგ ამით გართობა დაიწყო ჯონგუკმა. თეჰიონის მზერას საკუთარით იჭერდა, პარალელურად უცხოს სხეულს ეხახუნებოდა, ქვედა ტუჩს გამომწვევად კბენდა, იმავეს აკეთებდა, რასაც ალფა მთელი ამ დროის მანძილზე. რაღაც მომენტში დისტანციაც შემცირდა მათ შორის და რა წამს კიმმა უცხო ადამიანის შეხებებისგან გაანთავისუფლა ომეგა, საკუთარ მარწუხში მოიმწყვდია მისი წვრილზე წვრილი, მოშიშვლებული წელი, შეხებისკენ რომ მოუწოდებდა ამ საღამოს დანახვის წუთიდან, ჯონგუკს დეჟავუს გრძნობა გაუჩნდა. ასეთი აქტი პირველი არ იყო, თუმცა მაშინ, იმ ღამით მათი სიახლოვე სხვა რამეში გადაიზარდა. წყეული, გაუმაძღარი, არამზადა კიმ თეჰიონი.
YOU ARE READING
ტრიალიზმი
Fanfiction-მეცოდინება ყველაფერი, რას ჭამ, სად ხარ, ვისთან ხარ, ყველაფერი. -ისიც გაინტერესებს, რა ფერის საცვალი მაცვია?_დამცინავად ჩაიდო პირში ლუკმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -შენი საცვლით ერთხელ დავინტერესდი და სანანებელი გამიხადე._დაუფიქრებლად ამოილაპარაკ...