14.

114 28 162
                                    

თუ კი ოცდაორი წლის მანძილზე ერთხელ მაინც გაევლო თავში სამომავლოდ ქორწინების იდეას, ეს ისეთი არ იქნებოდა, როგორც იყო დღეს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სამზადისი მიმდინარეობდა ორ ოჯახში ცერემონიალისთვის, რომლისგან თავის არიდების ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა ჯონგუკს. კიმის გამოგზავნილ თეთრ, გემოვნებიან სმოკინგში თავს ისე ვერ გრძნობდა, როგორც ბედნიერი ომეგა. ამ ფიქტიურ ქორწინებას დროებით ხელშეკრულებად თუ ჩათვლიდა, იქნებ უფრო მარტივად მიეღო რეალობაც. მომენტებში საკუთარ თავს შორიდან უყურებდა და სიმწრის სიცილს ვერ იკავებდა. ვიღაც სხვა ომეგისთვის სრულებით ნორმალური პერიოდი შეიძლება ყოფილიყო ორსულობა, თანაც ტყუპებზე, მაგრამ ჯონგუკს ისინი არასდროს ნდომებია და, შესაბამისად, მასზე ყოველდღე სულ უფრო მატულობდა წყნეხი. ფსიქოლოგიურად ანგრევდა, მენტალურ ჯანმრთელობას უშავებდა. მხოლოდ იმის გააზრებაც უთრთოლებდა სხეულს უსიამოვნოდ, რომ ორმაგი პრობლემა ჰქონდა მოხვეული, ერთი მხრივ, ორსულობით, მეორე მხრივ, კიმ თეჰიონზე ქორწინებით. თავს დილიდან დასტრიალებდა ჯიმინი, მაგრამ განწყობა ქორწილის შესაფერისი სულაც არ იყო.

-კიმები უკვე აქ არიან._ჰოსოკმა შემოყო თავი ჯონგუკის საძინებელში.-მზად ხარ?

-ჯერ ადრეა ხელმოწერამდე.

-როგორც ჩანს, თეჰიონი ჩქარობს._ღიმილით შეათვალიერა დისშვილი, უკნიდან მიუახლოვდა, მისკენ გადაიხარა, მარცხენა მხარზე ნიკაპით დაეყრდნო.-ჩემი ერთადერთი და ულამაზესი ხარ.

-აფერისტი. კესიდა უკვე ნახე?_სარკიდანვე გაუსწორა მზერა ბიძას. გვერდით მდგომი ჯიმინის დაძაბულობა არ შეუნიშნავს.

-ვნახე._დასერიოზულდა.

-მერე რანაირადღა ვარ შენი ერთადერთი და ულამაზესი?

-ხო, ახლა დავფიქრდი და არცისე ერთადერთი და ულამაზესი ხარ.

-დაიკარგე აქედან._მჯიღით მოიშორა ალფა.

ტრიალიზმიWhere stories live. Discover now