მთვარის შუქი ანუ როგორ მივიქციო მისი ყურადღება.

661 54 9
                                    


  სიცოცხლე ხანდახან მოსაბეზრებელია. უფრო რთული კი აქ ყოფნაა, გამოკეტილი და უძლური, თავისუფლების მოყვარულისთვის ეს საშინელებაა, თან ძალიან. მაგრამ აქაც ხდება საინტერესო ამბები, ჭორიკანა ექთნებისგან ყველაფერს გაიგებ. საინტერესოა ის ფაქტი რომ ჩემი აქ გამოკეტვის შემდეგაც კი არ ჩაწყნარებულა სილუეტის ამბები. ყველა შეშინებულია, რადგან მიხვდნენ რომ მე ვერ შევძლებდი პირველი მკვლელობების ჩადენას, შესაბამისად არის პირველი, ნამდვილი სილუეტი, რომელიც აქვეა და არ მომკვდარა. ის ცოცხალია რადგან პოლიციაში გაგზავნა ანონიმური წერილი სადაც ეწერა, რომ ის  მკვლელობის სერიებთან კავშირში არაა. ჩამეცინა ეს რომ გავიგე, ვიღაცამ გადაწყვიტა ჩემსავით ამ ლეგენდის ყურადღების მიქცევა, მაგრამ არ ვურჩევ, ჩემი ეს თამაში მალე დამთავრდება. მისი აზრების გაგება არ მიჭირს. ვხვდები რაც მელის წინ, ზოგადად ის საყვარელ ადამიანებს უკლავს ყველას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არაა, არ გაუმართლა. ერთადერთი საყავრელი ადამიანი, ჩემი ძიძა, რომლის გამოც თვალდახუჭული გავივლიდი ტყვიების წვიმაში, აღარ არის, გარდაიცვალა. მე კი ეს მხოლოდ ახლა გავიგე, მხოლოდ ახლა.. საფლავზეც ვერ წავედი, იმიტომ რომ აქ ვარ გამოკეტილი. 

 დღეს ვაპირებ ჩემი ადგილსამყოფელის ამბების მოყოლას, სახლს ვერ დავუძახებ, რადგან სახლი ისაა სადაც საყვარელი ადამიანები  გელოდებიან, მე კი ისინი არ გამაჩნია შესაბამისად ამ ქვეყნად ჩემი სახლი არ მოიძებნება. დღეს ჩემთან ახალმა ექთანმა შემოიჭყიტა. სიმართლე ყოფილა ულამაზესია.. ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ლურჯი - ისეთი ლამაზი ფერის, როდესაც მზერას მესროდა შიგ ვიძირებოდი, თვალები ზოგადად ჩემი სისუსტეა, ეს არის ადამიანის სულის სარკე, აქ ჩანს ყველაფერი, რასაც მალავს ან სურს რომ დამალოს. თუ შეგიძლია თვალების მიხედვით ადამიანის შინაგან სამყაროზე საუბარი ესე იგი უპირატესობა გაგაჩნია. მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიკვირდა როდესაც ამ გოგონას თვალებში რომ ვიყურებოდი, ვერაფერს ვხედავდი. მიჭირდა კონცეტრირება, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა მისი თვალებისა. 

The Diary Of A Serial KillerWhere stories live. Discover now