რატომ ვერ ხვდება ხალხი თუ რატომ ვაკეთებდი ამას? ყველა ჩემში მონსტრს ხედავს, კი, ვიცი რომ ფრთებშესხმული ანგელოზი არ ვარ, მაგრამ იმას უნდა მიხვდნენ თუ რატომ ვიგდებდი თავს საფრთხეში. ის გამოვტოვოთ რომ თავად მსიამოვნებდა, უბრალოდ გავიხსენოთ ჩვენი ქალაქის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც სილუეტი არ იყო ასპარეზზე გამოსული. ყველა ქურდბაცაცას და ბუნკერის ვირთხას თავი პატივსაცემი მკვლელი ეგონა, ქალაქში არეულობა იყო, სულ იტაცებდნენ ვიღაცას და კლავდნენ, ესეც ალბათ ძვირფასი ყელსაბამის ან ჯიბის ფულის გამო, ზოგს თავმოყვარეობა საერთოდ არ გააჩნდა. პირველად, როდესაც გამოჩნდა სილუეტი, ქალაქის მცხოვრებლებმა სიფრთხილის გამოჩენა დაიწყეს, ყველა ცდილობდა, რომ თავი დაეცვა როგორმე, ლაჩარ "მკვლელებს" კი საქმეები უვარდებოდათ, ასეთმა სერიული მკვლელის გამოჩენამ ისინი თითქოს დააფრთხო, შეეშინდათ ვაი თუ გამოგვიჭიროს პოლიციამო, შებრუნდნენ თავიანთ ბუნაგებში და ცხვირს არ ყოფდნენ გარეთ. ამ ვირთხებს მეტი ზარალი მოჰქონდათ მცხოვრებლებისთვის, უფრო მეტი ადამიანი იკარგებოდა და გვამებსაც ვერ პოულობდნენ, ისინი ასახიჩრებდნენ მსხვერპლებს, ერთობოდნენ მათი სხეულებით, ბევრი შეიძლება ნეკროფილიც კი იყო. სილუეტი კი არ იყო ასეთი დაბალი დონის ადამიანი, წელიწადში მხოლოდ 14 მსხვერპლი და ისიც მოვლილი, წვეთი სისხლიც რომ არ გადმოუვრდებოდა გვამს. მას თავისი შეგნება არ დაუკარგავს და არც დაკარგავს. ეჰ ... როგორ მინდა გავიცნო.. უი ისე გამახსენდა რაც უნდა მოგიყვე ახლა, ძვირფასო მეგობარო..
არიას მოკვლის მეორე დღეს, როდესაც უკვე ყველასთვის იყო ცნობილი, რომ ის მოკლეს და დამნაშავე არ იყო ცნობილი, ხალხში ჭორებმა იწყეს გავრცელება. ამაყი ვიყავი. ისე მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა ხვდები რატომაც მინდოდა ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა რომ ეს სიამოვნებას მანიჭებდა, ამაზე მეტად მისი ყურადღების მიქცევა მინდოდა, მსურდა რომ სილუეტს შევემჩნიე, მას უკვე ღმერთად ვაღიარებდი. ღმერთი დედამიწაზე, რომელიც კლავდა და ყველასთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, არანაირი კვალი, არანაირი ხელჩასაჭიდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, შეცდომა რომ არ დამეშვა ვიქნებოდი თუ არა ღმერთი? ვიქნობოდი თუ არა ის ვისაც ასე ვეთაყვანებოდი? მკვლელობის მეორე დღეს, როდესაც უნივერსიტეტში დილით უნდა წავსულიყავი, სახლის კარებთან დამხვდა კონვერტი, ის გავხსენი და ანონიმური წერილი დამხვდა, წერილი რომელიც ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის იყო განკუთვნილი.
VOUS LISEZ
The Diary Of A Serial Killer
Fanfictionროგორ შემიძლია ადამიანებს ტკივილი მივაყენო? თქვენ პირიქით უნდა დამისვათ კითხვა, როგორ შემიძლია, რომ მე მათ ტკვილი არ მივაყენო. ~ საინტერესო ამბავი ბექჰიონზე, რას მალავს ის? რა იმალება მის სულში? რა გადახდა მას? მის გარდა ეს არავინ იცის.. მხოლ...