თოჯინა ცეცხლის ალში

346 39 25
                                    

** ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერით გადავცდი ათას წაკითხვას >< ამ თავის მუზა მომიყვანა B.A.Pის სიმღერამ რომელსაც ქვია კომა, მოუსმინეთ და ტექსტიც წაიკითხეთ, ძალიან ემოციურია, როგორც ყოველთვის. ეს ჯგუფი ჩემი სიწმინდეა. ნუ როგორც ჯგუფში ავღნიშნე დასასრულს ვუახლოვდებით ამიტომ თქვენი მოსაზრებები დაწერეთ, მაინტერესებს ვინ მყავს შერლოკ ჰოლმსი მკითხველად :დ ჰო კიდევ მე ეს ყველაფერი გადაწყვეტილი მქონდა თავიდანვე და არ გამკიცხოთ ძალიან თუ რამე არ მოგეწონებათ, უბრალოდ შეცვლის უფლება არ მაქვს, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მკითხველს >< მოვრჩები ახლა ბოდიალს და წაიკითხეთ ეს თავიი ^^ **


 - აი თურმე რაში ყოფილა საქმე.. ყველაფერი გასაგებია, მივხვდი რაც მოხდა.. მაგრამ რა შუაშია ის მასთან?.. რატომ უნდა შურისძიება ჩემზე.. ვინ იყო ის მისთვის.. ძალიან მაინტერესებს.. ამ ფიქრებით შევედი ჩემს ოთახში და წამოვწექი, ვერაფრით დაძინება და მოსვენება ვერ შევძელი, მაგრამ დაღლილობამ თავისი ქნა და სიზმრების სამყაროში წიხლით მისროლა, იმ იმედით რომ რაიმე პასუხის პოვნას შევძლებდი, მაგრამ არა. არანაირი მინიშნება, არანაირი მიახლოვებული პასუხი არ მქონდა და ვერც მექნებოდა.. უცბად გამაღვიძა, ყვირილმა, წივილმა, ტირილმა, პანიკურმა შეძახილება, შიშმა ამიტანა ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ზედამხედველი შემოვარდა , კარი როდესაც გაიღო კვამლი შემოვარდა, თვალები ამეცრემლა, ზედამხედველი კი ყვირილით მეუბნებოდა .. გამოდი დროზეო, ინსტიქტურად წამოვხტი და გავიქეცი, ყველა ერთმანეთს ახტებოდა. ცდილობდნენ ყველას გადარჩენას, უკლებლივ ყველას, განურჩევლად იმისა თუ რომელი დონის გიჟები იყვნენ,  ყველა გარბოდა. ჩვენ დავემსგავსეთ ცხვრის ფარას, რომელსაც მგლები მოსდევდნენ დასაგლეჯად, იმ დროს კი ყველაფერი არეული იყო. ცხვრები ვიყავით ადამიანები, ხოლო ცეცხლი მგლის ხროვა. ზოგს გულის მისდიოდა და ძირს ეცემოდა, მათ აყენებდნენ და ზურგზე იგდებდნენ რათა გამოეყვანათ და აი ალილუია გამოვედით გარეთ, ვხედავდით როგორ იწვოდა შენობა, აზროვნება მიჭირდა, კიდევ კარგი დღიური თან წამოვიღე.. უცბად დავინახე პიტერი, რომელსაც ხელში ჩარლი ეკავა, გული შემიღონდა, მივედი და რომ დავხედე, ისე გავბრაზდი რომ არ ვიცი, ამ ეშმაკისებურ თვალებს ისე კუსავდა რომ მინდოდა იმ წამს დამეყვირა, მაგრამ არ გამოვიდა როდესაც ერთი ადამიანი მომაგონდა, აზრების არეულობის გამო მიკვირს აქამდე, როგორ ვერ მოვტვინე ვერაფერი. ის აქ არ იყო, არ იდგა ამ ჯრგოში.. ვერ ვხედავდი მას..

The Diary Of A Serial KillerWhere stories live. Discover now