რატომ მეპყრობა ასე? რა დავუშავე ასეთი? ააჰჰ.. გასაგებია, მე ხომ სერიული მკვლელი ვარ, ამიტომაც გამირბის და სიძულვილის მეტს ვერაფერს ვხედავ. მესმის რომ არ ვარ ღირსი კარგად მოპყრობის, ვიცი რომ ჩემი საშინელი საქციელების გამო საერთოდ სიცოცხლის ღირსი არ ვარ, ყველა ზიზღით მიყურებს, ყველა.. შიშს და პანიკას ვთესავ გარშემო... მოიცა ნუთუ ეს სინანულია?! მე თვითონაც არ ვიცი რაზე ვსაუბრობ. გავაგრძელებ მკვლელობებზე საუბარს. მეოთხე მკვლელობა რომელიც ჩავიდინე, გაცილებით რთული აღმოჩნდა...
მესამე მკლელობიდან ზუსტად სამი დღე იყო გასული, დადგა დრო მსვხვერპლის მონახულებისა. ეს გახლდათ 20 წლის დამწყები მომღერალი, მეგი რომელიც ქუჩაში მღეროდა ფულს კი კაცმა არ იცის რაში იყენებდა. მასში იმ სულისკვეთებამ და თავისუფლების სიყვარულმა მომხიბლა რაც სხვებს არ გააჩნდათ, მომინდა ამ თავისუფლების და საერთოდ სიცოცხლის წართმევა. სახლიდან ფიქრებით წამოვედი, უბრალოდ ვფიქრობდი, მაგრამ გამოდიოდა რომ ვერ ვფიქრობდი. აზრები მეფანტებოდა უბრალოდ დაბნეული ვიყავი, სილუეტის სიტყვებმა დამაბნია და თან შემაშინა, მგონი ის არის ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემი შეშინება შეძლო, დავუყევი ქუჩებს და მივადექი მთელი აღჭურვილობით საჭირო ადგილს, სადაც ხალხი შეკრებილიყო, არ ვიყავი იმ დღეს თავდაჯერებული. ისე მივუახლოვდი ბრბოს, მაგრამ კონცეტრირება მოვახდინე საქმეზე, ჯიბიდან ფული ამოვიღე და ქუდში ჩავუგდე გოგონას, ავიხდე და ჩავუღიმე, მანაც გამიღიმა, ვიგრძენი მზერა როგორ გამომაყოლა ეს იყო ზუსტად ჩემი მიზანიც. მის სიმღერას რამოდენიმე წამი ვუსმენდი, ისევ ფიქრებში ჩავიძირე, ღირდა საქმის გაგრძელება? თუ უნდა შემეწყვიტა ეს ყველაფერი და მესარგებლა იმით რომ 4 მკვლელობა შემერგო და საქმე არ მქონდა ცუდად?!... არა არა, არასოდეს არ უნდა დავნებდე, განა ეს იყო ჩემი მიზანი? აჰა, გასაგებია რატომაც მომწერა ის წერილი, ეს ყველაფერი გაფთხილება კი არა არამედ გამოწვევა იყო. გასაგებია.. იმედია ასეა, ბექჰიონ, გამოფხიზლდი, გამოიყენე ეს შანსი და ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მიხვალ მასთნ, მას შეხვდები და შენი ოცნებაც ასრულებული იქნება. - ასე ვფიქრობდი მაშინ, მაგრამ იმაზე არასოდეს მიფიქრია რა მოხდებოდა, როდესაც მას შევხვდებოდი, როდესაც ჩემი ოცნება ახდებოდა, რას გავაკეთებდი რა მიზნით ვიცხოვრებდი, ნეტავი მეფიქრა ამაზე.
VOCÊ ESTÁ LENDO
The Diary Of A Serial Killer
Fanficროგორ შემიძლია ადამიანებს ტკივილი მივაყენო? თქვენ პირიქით უნდა დამისვათ კითხვა, როგორ შემიძლია, რომ მე მათ ტკვილი არ მივაყენო. ~ საინტერესო ამბავი ბექჰიონზე, რას მალავს ის? რა იმალება მის სულში? რა გადახდა მას? მის გარდა ეს არავინ იცის.. მხოლ...