გამარჯობა ერთგულო მკითხველო.. მინდა განცხადებასავით გავაკეთო და მოგიყვე ამ ფიკის შესახებ უფრო მეტი. როგორც მწერლის, არ აქვს მნიშვნელობა მწერალი დამწყებია თუ არა, ყველა მისი ნაწარმოები შვილივითაა, ასეა ჩემ შემთხვევაშიც, ეს ფიკი არის ჩემი შვილი და ვუფრთხილდები მას, ის ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ის ასევ თქვათ პირველი "ნაწარმოებია", მან გარკვეულ წილად, ჩემი აზრით მკითხველის მოწონება და დადებითი შეფასება მიიღო, რამაც სიხარულის ცრემლებამდე მიმიყვანა და გამაგიჟა :D მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის შეფასებებისთვის, ისეთი კომენტარებიც მახარებდა სადაც მლანძღავდნენ და ინტრიგანს მეძახდნენ იმის გამო რომ საინტერესო ამბავთან ვასრულებდი თავს ან კიდე ვიღაცას ვკლავდი, ვინც არ უნდა მომეკლა, მაგრამ რას ვიზავთ ასეთი ვარ. მოკლედ სანამ წაიკითხავდეთ სპეციალურ თავს, ვიტყვი რომ 2016 წლის ზაფხული თქვენი დახმარებით ერთერთი საინტერესო ზაფხული იყო ჩემ ცხოვრებაში, მოგონებებით სავსე.. სულ მიხაროდა ახალი თავის დაწერა და ვიყავი იმის მოლოდინში თუ ვინ დაინტრიგდებოდა პირველი და რას იფიქრებდნენ ახალი თავის შესახებ. ამ ფიკის წერის დროს ვაფარებდი თავს ამ სამყაროს და ვიმალებოდი, შევქმენი სამყარო სადაც ჩემთვი საინტერესო იქნებოდა ცხოვრება.. მოკლედ ყველანაირ დარდს და ტკივილს ვაქსოვდი ხოლმე აქ. ამიტომაც არ უნდა იყოს გასაკვირი ჩემი ასეთი მანიაკალური გამოხტომები.. თვითონაც ვფიქრობდი ხოლმე რომ ნორმალური არ ვარ და საგიჟეთში მე მჭირდება და არა ან ჩარლის ან ბექიონს. მოკლედ ყველაზე დიდი სიამოვნება იყო წერა, წერა და კიდევ ერთხელ წერა, მუსიკის ანუ OSTების მოძებნა რომელში ჩემი ორი საყვარელი შვილი მეხმარებოდნენ , მაგრამ ბოლოს მაინც ჩემ რაღაცას გამოვაძვრენდი ხოლმე, ჩემი ფსიქოლოგი ჩემი ანაკოო რომელიც ჩემი ერთ-ერთ ყველაზე ერთგული მკითხველია, ხშირად მისმა საუბრებმა მუზა გამოაფხიზლეს და ამიტომაც გქონდა ყოველდღე ახალახალი თავები, რავი კიდე რა.. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა! ისევ მეტი რა უნდა მქონდეს სათქმელი, ახლა ჩაის ვსვავ და ვწერ ამას და არც ვნერვიულობ რომ სკოლაში მაგვიანდება... გავიქეციიი
მიყვარხართ ყველა განურჩევლად იმისა გიცნობთ თუ არა.
სიყვარულით TDOASK-ის ავტორი მაშო <3
YOU ARE READING
The Diary Of A Serial Killer
Fanfictionროგორ შემიძლია ადამიანებს ტკივილი მივაყენო? თქვენ პირიქით უნდა დამისვათ კითხვა, როგორ შემიძლია, რომ მე მათ ტკვილი არ მივაყენო. ~ საინტერესო ამბავი ბექჰიონზე, რას მალავს ის? რა იმალება მის სულში? რა გადახდა მას? მის გარდა ეს არავინ იცის.. მხოლ...