მოჩვენებითი სიწყნარე კვლავ გრძელდება. ჩარლის უბრალო გაციება ფილტვების ანთებაში გადაეზარდა, რამაც ცოტა შემაშფოთა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მელანი ხანდახან მამოწმებს ხოლმე, საერთო ანალიზებს მიკეთებს, ტესტებს მიტარებს, რაღაცებს მშრალად მეკითხება და მიდის. ანუ გამოდის, რომ მარტო ვარ და ამ დღიურს მივმართავ ისევ. დღეს გავაგრძელებ, მოგიყვები იმას თუ რა მოხდა მეხუთე მკვლელობის შემდეგ, რა გადახდა ჩემ გატეხილ თავს, როგორ მიდიოდა ჩემი გამოჯანმრთელების ამბები..
ხმები.. საუბარი.. სინათლე.. სისუფთავის და წამლების სუნი. მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი.
- ბექჰიონ?.. ბექჰიონ.. ექიმო მგონი გონზე მოდის.. -ექთანის წვრილი ხმა მომესმა. თვალები გავახილე და ექიმის სახე გარკვევით დავინახე, როგორც მივხვდი პალატაში ვიყავი და იმის შიში რომ რამე საოპერაციო გამიხდებოდა, გამიქრა. შემდეგ დავინახე მამის ოდნავ ანერვიულებული სახე, მაგრამ აშკარად ბედნიერი იყო, რომ გამოვფხიზლდი. მე კი მეძინებოდა. ქუთუთოები მიმძიმდებოდნენ, ისევ სიზმრებში ამოვყავი თავი. როდესაც გამოვხიზლდი მხოლოდ მამა იყო პალატაში. რომელსაც ჩამოეძინა სკამზე. წამოჯდომა ვცადე და ხელი როდესაც გავამოძრავე რაღაცა ვიგრძენი საბნის ქვეშ, აშკრად რაღაც ქაღალდის იყო, ამოვაძვრინე და აღმოჩნდა კონვერტი, მამამ უცბად გამოიღვიძა და მისი დამალვა ძლივს მოვასწარი.
- ბექჰიონ შენთან საუბარი მინდა.
- მამა, ცოტა თავი მტკივა და მერე რომ იყოს?
- მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. დარმწუნებული ხარ რომ ეს სილუეტი იყო?
- არ ვიცი, მაგრამ აშკარად ვიღაცა დამესხა თავს.
- მაგრამ მაინც...
- გთხოვ.. დასვენება მჭირდება, მარტო დამტოვე. - ესე მოვიცილე ის თავიდან, როდესაც გავიდა, წერილი გავხსენი და აი რა ეწერა:
იღბლიანი ხარ ბიჭუნა. მადლობა თქვი რომ ჩემგან არ მოგხვდა რამე, დარწმუნებული ვიყავი რომ ვერ გადარჩებოდი.
KAMU SEDANG MEMBACA
The Diary Of A Serial Killer
Fiksi Penggemarროგორ შემიძლია ადამიანებს ტკივილი მივაყენო? თქვენ პირიქით უნდა დამისვათ კითხვა, როგორ შემიძლია, რომ მე მათ ტკვილი არ მივაყენო. ~ საინტერესო ამბავი ბექჰიონზე, რას მალავს ის? რა იმალება მის სულში? რა გადახდა მას? მის გარდა ეს არავინ იცის.. მხოლ...