შესავალი

1.6K 92 13
                                    

   მე გიჟი? არა რაღაც გეშლებათ.. ხალხს ჰგონია, რომ თუ მკვლელი ხარ, ესე იგი შეშლილი ხარ. სულაც არა ეს უბრალოდ ჩემი ჰობია, ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი ურთულესი დარგი, უნდა იცოდე ანატომია ძალიან კარგად. თუ ხარ მკვლელი, რომელიც ამას თავისი სიამოვნებისთვის აკეთებს, მაშინ ძალიან განათლებული უნდა იყო, სამწუხაროა, რომ  ადამიანები ყველას ერთ ქვაბში გვხარშავენ. მატოლებენ უბრალო, მდაბიო მკვლელებთან, რომლებიც ახლა ციხეში შიშისგან იფსავენ... სასაცილოა უბრალოდ.. ისინი ახლა ჭუჭყიან ციხის კამერებში სხედან და ვირთხებს ესაუბრებიან,  მე კი ბაღში ვზივარ და ამ დღიურს ვწერ, რათა მოწყენილობისგან არ შევიშალო. ახლა შეიძლება თქვათ, რომ მდიდარი მამიკოს დამსახურებაა, რომ საგიჟეთში მოხვდიო. ჰაჰაჰ კარგად გამაცინეთ, საყვარელ მამიკოს თავისი ვაჟი ფეხებზე ჰკიდია, ეს ჩემი დამსახურებაა აქ რომ მოვხვდი, წესით ციხეს ვამჯობინებდი, აქ სულიერად ავადმყოფებს შორის ყოფნას, მაგრამ ციხეებში იმდენად საშინელი პირობებია, რომ მე ამას ვერ ავიტანდი, როგორც წესრიგის მოყვარული ადამიანი. თან როგორც ვიცი იქ საშინლად გამაბრაზებდნენ, აშკარად არ მინდა ვინმემ ჩემი მოთმინების ფიალის სიღრმის გაზომვა სცადოს, უბრალოდ საზიზღრობა იქნებოდა, ამ მახინჯი, ჭუჭყიანი, მდაბიო ხალხის მოკვლა. ასეთ სისხლში ხელებს ნამდვილად არ დავისვრი. მე მხოლოდ იმას ვკლავ ვინც მაინტერესებს, თან მხიბლავს, ნამდვილად არ მიზიდავენ დაკუნთული, მელოტი კაცები.

  რაღაც მომენტში საინტერესოა, სულიერად ავადმყოფებზე დაკვირვება, მათ ამქვეყნად არაფერი ანაღვლებთ, აქვთ საკუთარი სამყარო, სადაც ვერანაირი უცხო პირი ვერ მივა და ვერ დაუნგრევს იქაურობას

Ups! Ten obraz nie jest zgodny z naszymi wytycznymi. Aby kontynuować, spróbuj go usunąć lub użyć innego.

  რაღაც მომენტში საინტერესოა, სულიერად ავადმყოფებზე დაკვირვება, მათ ამქვეყნად არაფერი ანაღვლებთ, აქვთ საკუთარი სამყარო, სადაც ვერანაირი უცხო პირი ვერ მივა და ვერ დაუნგრევს იქაურობას. ხალხს მათი ეშინია, არადა ვფიქრობ რომ ეს შეშლილები ბევრ ნორმალურ ადამიანს ჯობს. უბრალოდ საჭიროა მათ გაუგოთ, ცოტა ტვინს, რომ გაამოძრავებ, მიხვდები როგორ უნდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს მაინც მოსაწყენია აქ, რადგან შენ შეგიძლია მათი გაგება მაგრამ მათ კი - ვერა, არავინაა ისეთი ვინც გაგიგებს, ამიტომ ვწერ ამ დღიურს. სათაურიც კი მოვიფიქრე სერიული მკვლელის დღიური უბრალო, მაგრამ ადვილად მისახვედრი. იმედია ჩემი დღიური გადარჩება, ვინმეს ხელში მოხვდება და წაიკითხავს, სასიამოვნო წაკითხვას გისურვებ მეგობარო. სიყვარულით ბექჰიონი, სერიული მკვლელი, რომელსაც სურს იმის დამტკიცება რომ ყველა მკვლელი შეშლილი არაა.

The Diary Of A Serial KillerOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz