ბიჭები ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართნენ. გზაში ნახევარი საათი დასჭირდათ, მაგრამ თავს მგზავრების დახასიათებით ირთობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დანიშნულ ადგილას ჩამოვიდნენ და კიონგსუს სახლისკენ გაემართნენ. ჯონგინი ძალიან ღელავდა, რადგან გზადაგზა სეჰუნის სიტყვები ახსენდებოდა: " დაახლოებით გეცოდინება, როგორი იქნება კიონგსუ მომავალში " ... ამის დედაც, თუ კიონგსუ მართლაც მამას ჰგავს, კიმი მას თვალს ვერ მოსწყვეტს. ყველაფერი სეჰუნის ბრალია.
ჯონგინი საკუთარი თავის დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ისინი უკვე შესასვლელ კარებთან იდგნენ. კიონგსუმ ჩანთაში გასაღების ძებნა დაიწყო და რომ ვერ იპოვა, კარებზე დააზარუნა.
ათი წამის შემდეგ კარი გაიღო. ჯონგინი შოკშია. ის ვერასდროს წარმოიდგენდა კიონგსუსა და მამამისის ასეთ მსგავსებას. ბიჭი თავიდან ადგილზე გაიყინა, შემდეგ მიხვდა, რომ თავი უნდა დაეხარა მისალმების ნიშნად.
- გ-გამარჯობა, მე კიმ ჯონგინი ვარ, - ენის ბორძიკით წარმოთქვა მან.
- გაგიმარჯოს. როგორც მიხვდი, მე კიონგსუს მამა ვარ და შეგიძლია უბრალოდ მამა დო დამიძახო. - გულკეთილად გაიღიმა მამაკაცმა და ბიჭები სახლში შეიპატიჟა. ხმა მას ბოხი ჰქონდა, რის გამოც კიმმა დაასკვნა, რომ ნაზი ხმა კიონგსუს დედისგან ერგო.
სახლში შესულმა ჯონგინმა ინტერესითდაიწყო კედლებისა და ავეჯის თვალიერება, რადგან უკვე დიდი ხანია აინტერესებდა, თუ როგორცხოვრობდა მისი კლასელი.
- რატომ დაიგვიანეთ? - იკითხა მამა დომ. - ძალიან მომშივდა.
- ბოდიში მამა. უბრალოდ პარკში ვიყავით და... - კიონგსუმ იმ სახალისო თამაშის შესახებ დაიწყო მოყოლა. ამასობაში ჯონგინმა ჩუმად იკითხა სად იყო საპირფარეშო და კორიდორის სიღრმეში შევიდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ფაილი ცარიელია / File is empty
Фанфикპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...