ყველა ზრდასრულმა იცის, რომ სკოლა, უმეტესად დამამთავრებელი კლასები, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვები ამას ცოტა გვიან ხვდებია, მაგრამ ჯონგინი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მან ეს უკვე იცის და თავისი შეხედულებებიც აქვს ამის შესახებ. ყოველ დღე ის აღფრთოვანებით მიდის სკოლაში, რადგან ხვდება, რომ ზუსტად იქ არის გრძნობებისა და ემოციების სკივრი. ჯონგინს უყვარს ადამიანთა "შიგნეულობების" შესწავლა, რა თქმა უნდა ამ სიტყვის არაპირდაპირი მნიშვნელობით. ერთხელ მისმა მეგობარმა სეჰუნმა სკოლის მოსწავლეებს საცდელი კურდღლები უწოდა, ხოლო ჯონგინს - შეშლილი ექიმი. თავისთავად, სეჰუნის სიტყვები გაბუქებულია - ჯონგინისთვის მოსწავლეები სულაც არ იყვნენ საცდელი კურდღლები. მას უბრალოდ აინტერესებდა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი შინაგანი სამყაროს შეცნობა და უარყოფითი და დადებითი თვისებების აღმოჩენა. სიამოვნებდა, როცა ადამიანებს გადაშლილი წიგნივით კითხულობდა.
კიმ ჯონგინი, როგორც კოლექციონერი, თავში ინახავდა ე.წ. ფაილებს სკოლის ყველა მოსწავლეზე და ამ კოლექციაში იყვნენ გამორჩეული ადამიანებიც. მაგალითად სეჰუნი - ის ასაკით მასზე უმცროსი იყო, მაგრამ ამას მხოლოდ მისი პასპორტი ამტკიცებდა. სინამდვილეში კი, სეჰუნმა იმაზე მეტი იცოდა ცხოვრებაზე, ვიდრე ჯონგინს წარმოედგინა. ის იყო გეი და უყვარდა ისეთი მწარე ხუმრობების თქმა, რომ ადამიანს მიწასთან გაასწორებდა. ამასთან ერთად, მას საყვარელი ჩვევებიც ჰქონდა, რომელთა დაფარვასაც მთელი ძალით ცდილობდა. ეს კი მას უფრო ბავშვურს ხდიდა.
მაგრამ ახლა ყურადღებას სეჰუნზე არ ვამახვილებთ.
სინამდვილეში, ჯონგინის კოლექციის მარგალიტს დო კიონგსუ წარმოადგენდა. მასზე არაფერი იცოდა და სწორედ ეს ხდიდა მას მარგალიტად ცნობისმოყვარე ჯონგინის თვალში. სეჰუნის თქმით, კიონგსუ იყო მარტოსული უცხოპლანეტელი. კიმის აზრით კი, დიო საინტერესო პიროვნება იყო, რომელიც საკუთარ თავში საგანძურს მალავდა. მისი ღირსეულად შეფასება კი მხოლოდ გამორჩეულ შემფასებელს შეეძლო.
მთელი ორი წელი, ჯონგინი თავს იკავებდა დიოსთან მისვლისა და გაცნობისგან, არა იმიტომ, რომ ეუხერხულებოდა, არამედ უნდოდა,რომ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ შემოენახა. მანამდე კი სხვა მოსწავლეების შინაგანი სამყაროების გაცნობით ტკბებოდა.
ახლა კი კატალოგი სახელწოდებით"სკოლა" თითქმის სავსეა. ცარიელი დარჩა მხოლოდ ფაილი " დო კიონგსუ", რომელსაც ჯონგინმა ყველაზე დიდი ადგილი დაუთმო თავის გონებაში. მართალია ეს ფაილი ცარიელი იყო, მაგრამ კიმმა ერთი-ორი რაღაც მაინც იცოდა თავის კლასელზე, რის გამოც უნდოდა დიოსთან მეგობრობა, მაგალითად : " მოულოდნელი ხმაურის დროს საყვარლად შეხტება ", " ფისკულტურის დროს ხშირად ეცემა იატაკზე ", " არ სადილობს სკოლის სასადილოში". ამ მიზეზებს რთულია ვუწოდოთ ინფორმაცია, რომლის შეტანაც შეიძლება ფაილში.
ახალი სასწავლო წელი, რომელიც ჯონგინმა კიონგსუს უნდა დაუთმოს, უკვე დაიწყო.
პირველ კვირას, კიმი ცდილობდა ამოეხსნა ყველაზე დიდი საიდუმლო, თუ სად სადილობდა დიო. სადილის გარეშე ჩავლილმა სამმა დღემ შედეგი არ გამოიღო. მისი კლასელი არსად ჩანდა - თითქოს მიწამ ჩაყლაპა.
- ხომ გითხარი, უცხოპლანეტელია. შესვენებებზე ის ალბათ ხომალდით მიჰყავთ, რადგან აქაურ საჭმელს ვერ ეგუება. - სიცილით თქვა სეჰუნმა და თითი ცისკენ აიშვირა. ჯონგინმა თვალები გადაატრიალა :
- სულელური ხუმრობაა... - თქვა მან და მოულოდნელად გონება გაუნათდა. - სახურავი!
ნებისმიერ სკოლაში სახურავზე ასვლა აკრძალულია, მაგრამ დიო არ შეუშინებია ამ აკრძალვას. რამდენიმე დღიანი თვალთვალის შემდეგ, კიმმა გაარკვია, რომ ყოველი დიდი დასვენების დროს დიო სახურავზე მიიპარება, რამაც უფრო გაამძაფრა ინტერესი კლასელისადმი.
რა არსება ხარ დო კიონგსუ? -ჩაიჩურჩულა ჯონგინმა და სახურავის კარი შეაღო.
VOCÊ ESTÁ LENDO
ფაილი ცარიელია / File is empty
Fanficპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...