კიონგსუს არ უნდა გაღვიძება, მაგრამ სინათლე დახუჭულ ქუთუთოებშიც აღწევს და ამიტომაც ის თვალებს ახელს. გვერდით მომღიმარი ჯონგინი ზის, რომელსაც უკვე ჩაუცვამს და შეყვარებულისკენ საკოცნელად იხრება.
- დილა მშვიდობისა, - ჩურჩულებს ის, შემდეგ ტუმბოდან იღებს ლანგარს საუზმით და კიონგსუს გვერდით დგამს. - გემრიელად მიირთვი.
- შენით მოამზადე? - გაოცდა კიონგსუ, რადგან ბუტერბროდის პურები დამწვარი არ იყო.
- კი, - დაუდასტურა კიმმა, მაგრამ იმის შესახებ არ უთხრა, რომ ნაგვის ურნა დამწვარი პურებით იყო სავსე. ჯონგინს თავადაც უკვირდა, რომ წვენი პირველივე დასხმაზე ჭიქას არ ააცილა და მთელი სამზარეულო ჯემით არ მოთხვარა.
- მადლობა, - გაუღიმა კიონგსუმ და საუზმეს შეექცა, მაგრამ უცებ რაღაც გაახსენდა და გაშეშდა. - ჯონგინა, ლექციებზე გვაგვიანდება!
- ნუ ღელავ ჰიონგ. უნივერსიტეტიდან და სამსახურიდან დაგვითხოვეს. დილით დავრეკე და ვუთხარი რომ გაციებულები ვართ და მაღალი სიცხე გვაქვს. ასე რომ, დღევანდელი დღე მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის. - მშვიდი ტონით მიუგო კიმმა, მაგრამ მისმა სიტყვებმა უფრო ააღელვა დიო.
- რა??? თუ გაიგეს, რომ მოიტყუე, იცი რა მოხდება? - კიონგსუს უკვე პანიკა ეწყებოდა, მაგრამ ჯონგინმა ნაზი კოცნით მოაკეტინა პირი. დიო დამშვიდდა და მეოცნებესავით დახუჭა თვალები. - ჯანდაბას, ერთი დღე დავისვენოთ. მმმ.. მხოლოდ ჩვენ ორმა.
სამწუხაროდ, მათ გეგმებს ახდენა არ ეწერა. ერთ საათში, მას შემდეგ რაც მათ ერთად მიიღეს შხაპი, სეჰუნმა დარეკა და გაახსენა, რომ ისინი შეპირებულები იყვნენ ლუჰანის სახლში სტუმრობას. იმედგაცრუებულმა ჯონგინმა უბრალოდ ამოიოხრა და პირობა მისცა, რომ საღამოს ექვსისთვის ესტუმრებოდნენ.
ასეც მოხდა. სეჰუნი ყოველ საათში რეკავდა და ახსენებდა დანაპირების შესახებ, ასე რომ მათი თავისუფალი დღე არც ისე რომანტიული გამოდგა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
ფაილი ცარიელია / File is empty
Фанфикპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...