დილა დაიწყო იმით, რომ გაბრაზებული და გამოუძინებელი მასწავლებელი კარვებს შორის დადიოდა და თავისი მოსწავლეების გაღვიძებას ცდილობდა. მაგრამ, როგორც კი ერთი კარვის ბავშვებს გააღვიძებდა და მეორეზე გადადიოდა, პირველები ისევ იძინებდნენ. ამიტომაც, მან გადაწყვიტა თითოეულ კარავთან ედარაჯა მანამდე, სანამ მოსწავლეები თავისი ნებით არ წავიდოდნენ პირსაბნებისკენ.
პირველად ის სეჰუნის კარავს მიადგა, რადგან გუშინ ყველაზე მეტად სწორედ მან შეაწუხა მასწავლებელი. სეჰუნი უკმაყოფილო სახით გამოძვრა კარვიდან და ხელ-პირის დაბანის შემდეგ პირდაპირ ჯონგინის გასაღვიძებლად წავიდა. როგორც კი მეგობრის კარავში შეიხედა, სეჰუნს მაშინვე კარგი განწყობა და ღიმილი დაუბრუნდა. ჯონგინი და კიონგსუ ჩახუტებულები იწვნენ, ხელები და ფეხები კი ერთმანეთში ჰქონდათ ახლართული. დიოს კიმის კისერში ჰქონდა თავი ჩარგული, ჯონგინს კი ცხვირი - მის თმებში.
კარვის შრაშუნზე ჯონგინმა თვალები გაახილა და სეჰუნის გაღიმებულ სახეს შეეჩეხა. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე და წამოდგომას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ვიღაცას მის წელზე მჭიდროდ ჰქონდა ხელები შემოხვეული და გაშვებას არ აპირებდა. როგორც კი გაიაზრა, რომ ეს ვიღაც კიონგსუ იყო, ჯონგინს სუნთქვა გაუხშირდა და გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა.
ახლა კიონგსუს რომ გაეღვიძა, ნამდვილად გაოცდებოდა. მას ხომ მთელი ცხოვრება ბალიშჩახუტებულს ეძინა. ბალიში მისთვის იგივე იყო, რაც სამაშველო რგოლი, რომელიც ჩაძირვისგან იხსნიდა. და ის, რომ მან ბალიშს ჯონგინი ამჯობინა, აბსურდულად გამოიყურებოდა.
მაგრამ ქვეცნობიერს ვერ მოატყუებ. კიონგსუ რომ დაფიქრებულიყო, მიხვდებოდა, რომ ახლა კიმი უფრო სანდოა, ვიდრე მისი ბუმბულებით გამოტენილი "მეგობარი" ბალიში.
სამწუხაროდ, კიონგსუს ეძინა და ალბათ დიდხანს არც აპირებდა გაღვიძებას. ჯონგინი მიხვდა, თუ რატომ დააგვიანა დიომ ექსკურსიაზე წასვლის წინ. მას, როგორც მკვდარს ისე ეძინა და სულაც არ აწუხებდა ჯონგინის წრიალი, რომელიც მისი ჩახუტებისგან გამოძრომას ცდილობდა. სიმართლე რომ ითქვას, კიმს სულაც არ უნდოდა ამ "ტყვეობიდან" თავის გაღწევა, მაგრამ სეჰუნის ღიმილი უკვე ირონიულ ხითხითში გადადიოდა.
KAMU SEDANG MEMBACA
ფაილი ცარიელია / File is empty
Fiksi Penggemarპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...