გაფრთხილება : ამ თავში არის იაოი 18+ სცენა, ამიტომ გთხოვთ, პატარებმა თავი შეიკავეთ წაკითხვისგან.
------------------------------------------------------------
კიონგსუს არასდროს უნახავს პორნო. მართალია, ის ყოველთვის ცნობისმოყვარე ბიჭი იყო, მაგრამ არასდროს დაფიქრებულა იმაზე, თუ საიდან ჩნდებიან ბავშვები. კიონგსუ თავს უხერხულად გრძნობდა მაშინაც კი, როდესაც ფილმებში უბრალო კოცნის სცენას აჩვენებდნენ. ყველაზე უხერხულად თავი მაშინ იგრძნო, როდესაც მამამისმა გადაწყვიტა შვილისთვის სექსის შესახებ მოეყოლა. იმ დღეს კიონგსუ მიხვდა, რომ კოცნის სცენის შემდეგი ეტაპი არის საწოლის სცენა, რომელსაც რომანტიკულ 15+ ფილმებში აღარ აჩვენებდნენ. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ იგი ამ საკითხში არაკომპეტენტური იყო.
მაგრამ, როგორც ყველა ბიჭს, მასაც ყოველ დილით უწევდა აღგზნებასთან გამკლავება, რომელიც უფრო მეტ უხერხულობას უქმნიდა. საერთო ჯამში, კიონგსუ ჩუმ, მორცხვ და რაღაც დონეზე დაკომპლექსებულ ბიჭად გაიზარდა. მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქარიშხალი სახელად ჯონგინი, ის ნელ-ნელა შეიცვალა და უფრო გახსნილი გახდა.
რაც შეეხება ჯონგინს, ინტიმურ საკითხში ის უფრო შორს იყო წასული. ის უყურებდა პორნოს და მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩინა რომ არ იყო ნატურალი, გეი-პორნოების ყურებაც დაიწყო.
მას არასდროს ჰქონია ინტიმური კავშირი ვინმესთან, მაგრამ კიონგსუს შეყვარების შემდეგ, ამ საკითხზე უფრო ხშირად ეფიქრებოდა.
დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებული. ჯონგინი მოუთმენლად ელოდებოდა საღამოს დადგომას და თან ძალიან ღელავდა. ნებისმიერ არასწორ ქმედებას შეიძლება კიონგსუ შეეშინებინა. მაგრამ, როდესაც სამსახურის შემდეგ დაღლილი ბიჭები ტელევიზორს მიუსხდნენ, ყველანაირი ცუდი ფიქრი მალევე გაუჩინარდა. ჯონგინი შეყვარებულს მხრებზე მოეხვია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. სასიამოვნო სურნელმა მთელ ტანს სიმშვიდე და სითბო მიანიჭა.
VOCÊ ESTÁ LENDO
ფაილი ცარიელია / File is empty
Fanficპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...