შემოდგომა.
უკვე ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონგინი და კიონგსუ შეყვარებულები არიან და ერთად ცხოვრობენ. მათ მშვიდი და დალაგებული ცხოვრება აქვთ, თუმცა სექტემბრის დადგომასთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა - ბიჭებმა უნივერსიტეტში ჩააბარეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯონგინი ფსიქოლოგიურზე მიიღეს, ხოლო კიონგსუ - კულინარიულზე. სწავლის გადასახადის დასაფარად კი საჭირო იყო მუშაობა. ყოველ დღე, ლექციების შემდეგ, ისინი მიდიოდნენ ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ საკმაოდ ძვირადღირებულ რესტორანში, სადაც კიონგსუ მზარეულის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო ჯონგინი - ოფიციანტად. სამსახურის პოვნაში მამა დო დაეხმარათ, რომელსაც დაწინაურების შემდეგ მრავალი ნაცნობი გაუჩნდა, რომელთა შორის იყო რესტორნის მფლობელიც.
კიდევ კარგი, დღეს კვირაა და არსად არაა საჭირო წასვლა. ამიტომაც კიონგსუ ავტობუსის ფანჯარაში შემოსულ მზის სხივებს ეფიცხება და იღიმის. დღეს მნიშვნელოვანი თარიღია - 7 თვე ჯონგინთან ერთად. მერე რა რომ დიდი რიცხვი არ არის, ისინი ერთად ყოფნას ყოველ თვე აღნიშნავენ. დღეს კიონგსუს უნდა რომ ყველაფერი დამოუკიდებლად მოამზადოს : ვახშამი სანთლების შუქზე, სასიამოვნო მუსიკა, რომანტიული ატმოსფერო. ამის შესახებ ჯონგინმა არ უნდა გაიგოს, ამიტომ კიონგსუმ უკვე დაურეკა სეჰუნს, რომელიც მის შეყვარებულს საღამომდე თავისთან დააკავებს.
ავტობუსი ჯონგინის უნივერსიტეტთან ახლოს მყოფ გაჩერებას უახლოვდება. კიონგსუ სწრაფი ნაბიჯით ავტობუსის კარებისკენ მიიწევს და უცებ ხედავს კიმს, რომელიც ვიღაც გოგოს ხელს უქნევს და ავტობუსში ამოდის. ჯონგინი თვალებს აცეცებს და თავისი სიყვარულის გაბრაზებულ სახესა და უკმაყოფილოდ დაბერილ ტუჩებს აწყდება. ჯონგინმა იცის რაშიცაა საქმე, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა. საქმე იმაშია, რომ ჯონგინი თავის კურსზე საუკეთესო სტუდენტია, ამიტომაც ლექციების შემდეგ ბევრი კურსელი სთხოვს დახმარებას. ამ დროს კი ჯონგინი ავტობუსის გაჩერებისკენ მიიჩქარის, ამიტომაც კიონგსუ ხშირად ხედავს მასთან ახლოს მდგარ გოგოებს ან ბიჭებს. მნიშვნელობა არ აქვს, ის ყველა სულიერზე ეჭვიანობს. კიმი უბრალოდ იღიმის, რადგან მისი გული გიჟურად ფეთქავს, როდესაც შეყვარებულის სახეზე ეჭვიანობას ხედავს.
ESTÁS LEYENDO
ფაილი ცარიელია / File is empty
Fanficპერსონაჟები : Kim Jongin ( Kai) , Do Kyung-Soo (D.O.) , Oh Sehun , Lu Han. ჟანრი : რომანტიკა, იუმორი, ფსიქოლოგია, იაოი, ყოველდღიურობა. აღწერა : კიმ ჯონგინს გონებაში შექმნილი აქვს პატარა ფაილები არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე...