"მზადება"

876 89 18
                                    


- ის დიდთვალება რას შვრება? - სამი კვირის შემდეგ, სახლისკენ მიმავალ გზაზე ჰკითხა სეჰუნმა ჯონგინს.

- ვინ დიდთვალება? - ვერ მიხვდა კიმი.

- აი ის ... - ამოიოხრა მან. - კიონგსუ.

- ააა.. - გონება გაუნათდა ჯონგინს და სახეზე ღიმილი გადაეფინა. რატომღაც, როცა ის დიოზე ფიქრობდა, გული სითბოთი ევსებოდა და ღიმილს ვერ იკავებდა. - და კიონგსუზე რატომ მეკითხები?

- ისე, უბრალოდ. საუბრის დასაწყებად გკითხე. - თითქოს გულგრილად თქვა სეჰუნმა, მაგრამ ჯონგინმა მის ხმაში უკმაყოფილება შეამჩნია.

- სეჰუნ, ნუთუ ისევ ეჭვიანობ? - ჩაიხითხითა კიმმა. როცა ჯონგინი მეგობართან ცოტა დროს ატარებდა, ის მართლაც ეჭვიანობას იწყებდა.

- არა, დიდთვალებასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ჩვენ დიდი ხანია არ გვისაუბრია. ჩემს ცხოვრებაში კი რაღაც ცვლილება მოხდა... - სეჰუნმა ბოლო სიტყვები ნელა წარმოთქვა, რადგან იცოდა, რომ ამით მეგობრის ცნობისმოყვარეობას გამოაღვიძებდა. ჯონგინი მაშინვე სეჰუნისკენ შემობრუნდა და მის ყურებამდე გაღიმებულ სახეს მიაშტერდა.

- არ არსებობს, არ მითხრა რომ ...- კიმმა პირი დააღო, სეჰუნი კი უცებ მოიღუშა. 

- აუ რა... მე თვითონ მინდოდა მომეყოლა, შენ კი უკვე მიხვდი.- ჩაიბურტყუნა მან.

- ბოდიში, ბოდიში. უბრალოდ ვიცი, ასეთი ბედნიერი სახე რა დროსაც გაქვს. რაო აბა, დაგთანხმდა? პაემანი როდის გაქვთ? - ჯონგინმა გამოკითხვა დაუწყო.

     საქმე იმაშია, რომ სეჰუნს უკვე დიდი ხანია ერთი ბიჭი მოსწონს, მაგრამ ის უნივერსიტეტში სწავლობს და სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობას არ იჭერს. ერთხელ ის სეჰუნმა უნივერსიტეტთან ახლოს მდგარ მაღაზიაში დაინახა და მაშინვე თვალი დაადგა. ორი კვირა შორიდან აკვირდებოდა და ბოლოს, როგორც იქნა პაემანზე დაპატიჟა.

ფაილი ცარიელია / File is emptyOnde histórias criam vida. Descubra agora