"ყალბი პაემანი"

744 92 13
                                    



- ჯონგინ, როგორ ფიქრობ, კიონგსუს მოსწონხარ? - ჰკითხა ერთხელ სეჰუნმა მეგობარს. უკვე სამი თვე იყო გასული, რაც კიმი და დიო მეგობრობდნენ.

- არ ვიცი. - მიუგო ჯონგინმა.

- რატომ? შენ ხომ ყოველთვის ხვდები ადამიანის გრძნობებს მისი ქცევის მიხედვით.

- არ ვიცი იმიტომ, რომ ეს თვითონ კიონგსუმაც არ იცის. ამ ბიჭმა ახლა გაიგო მეგობრობის შესახებ, სიყვარულზე ხომ საერთოდ ვდუმვარ. - განუმარტა ჯონგინმა. - როცა ვუთხარი, რომ შენ ლუჰანი მოგწონს, იფიქრა, რომ მეგობრები ხართ.

- მართლა? - სეჰუნი ჩაფიქრდა. - იქნებ მის თვალწინ ლულუსთვის მეკოცნა? გაიგებს, რომ ბიჭებსაც შეიძლება უყვარდეთ ერთმანეთი...

- გაგიჟდი?! არც გაბედო. - წამოიყვირა კიმმა, რადგან მიხვდა, რომ სეჰუნი არ ხუმრობდა.

ხო მართლა, ორი თვის წინ, როცა ლუჰანმა სეჰუნის ასაკის შესახებ გაიგო, ცოტა ხანს გაიბუტა, შემდეგ კი გაიცინა და უთხრა, რომ მისთვის ასაკს არ ჰქონდა მნიშვნელობა. როგორც აღმოჩნდა, ჭორი იმის შესახებ, რომ ლუჰანი სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობას არ იჭერდა, ერთმა ბარმენმა მოიგონა, რომელიც ასევე შეყვარებული იყო მასზე. სწორედ ამის გამო მოხდა გაურკვევლობა. სამაგიეროდ ახლა სეჰუნი ლუჰანს ხვდება და ცოტა ხანში მასთან გადასვლასაც აპირებს, მაგრამ ამის შესახებ ლულუმ ჯერ არ იცის.

- თუ რამეა, აქ ვარ! მეგობრის დახმარება ყოველთვის მსიამოვნებს. - თვალი ჩაუკრა სეჰუნმა. - მართლა, წეღან რაღაცას ამბობდი, დიდთვალებას სახლში მიდიხარ დღეს?

- კი, მამამისს შვილის ერთადერთი მეგობრის გაცნობა უნდა, მაგრამ მანამდე ცოტას პარკში გავისეირნებთ... - მორცხვად ჩაილაპარაკა ჯონგინმა.

- ოჰოო, პაემნის სუნი მცემს, - ჩაიხითხითა სეჰუნმა. - ჯერ პარკში სეირნობა, შემდეგ კი შეყვარებულის მშობლის გაცნობა.

ფაილი ცარიელია / File is emptyDonde viven las historias. Descúbrelo ahora