თავი 6

375 34 0
                                    


ბექჰიონსა და სეჰუნს შორის აღმოვჩნდი. სეჰუნმა თავი მხარზე დამადო, თითი ტუჩთან მიიტანა და ისეთი გამომეტყველება მიიღო , თითქოს რაღაცაზე დაიწყო ფიქრი.

- სეჰუნ , რაღაც მოწყენილი მეჩვენები - უთხრა სუჰომ - პირველ ფურცელს შენ ამოიღებ.

სეჰუნმა ამოიღო კეპიდან ფურცლის პაწაწინა ნაგლეჯი. სახეზე უკმაყოფილება დაეტყო

- აიშ - დაიძახა და ხელი ჩაიქნია. - არ უნდა დამეწერა ეს.

- რა წერია მანდ - ჩაიჭყიტა ფურცელში ჩანიოლი. - ჰაჰაჰა, შეგიძლია შეუდგე ცეკვას

სეჰუნმა დაიწყო ნელი მოძრაობების გაკეთება, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. ის ნელ-ნელა წინ მიიწევდა, ჩემს წინ მჯდომისკენ. ნელ-ნელა მიუახლოვდა , ბიჭებმა ჩაურთეს Kylie Minogue – Red Blooded Woman. სეჰუნი კაის წინაშე იდგა , როცა მისამღერი დაიწყო, კიდევ ერთხელ მიმოიხედა შესაბრალისი თვალებით, სუჰომ კი ხელით ანიშნა , რომ დაეწყო ცეკვა. სეჰუნმა ღრმად ჩაისუნთქა და ორი ღილი შეიხსნა. მგონი დაავიწყდათ , რომ ოთახში მეც ვიმყოფებოდი. სეჰუნმა ნელა დაიწყო ხელების მოძრაობა , კეისკენ მიიწევდა. კაის შეშინებული სახე ჰქონდა, სულ უფრო და უფრო ეკვროდა სავარძლის საზურგეს.

- ვოუ , ვოუ , სეჰუნ, რას აკეთებ ? გასწიე ხელები- უთხრა კაიმ

- კაი, ნუ უშლი ხელს, ის შენს მოხიბვლას ცდილობს.

- რატომ მე? მე , არ მინდა. საკმარისად ვარ მოხიბლული, გასწიე ტრაკი სეჰუნ.

სეჰუნი როლში იყო შეჭრილი, ბოლომდე მიჰყვებოდა მუსიკის რითმს , ალბათ კაის შეშლა ჰქონდა განზრახული და ბოლოს კალთაში ჩაუხტა და ლოყაზე აკოცა.

- სეჰუნ ! - კაის ლოყები შეუწითლდა

კაის გამომეტყველებაზე ყველამ ხითხითი დაიწყო, შეშფოთებული იყურებოდა. დიოს მიაპყრო მზერა , რომელიც გულიანად იცინოდა. ახლა კაიზე დადგა ჯერი.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ