სასიამოვნო გრძნობაა , როცა დახმარების ხელს გამოგიწოდებენ მაშინ, როცა ყველაზე მეტად არ ელი. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დამაახლოვა ჯგუფის წევრებთან.
მე კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას სახლში , ბიჭებიც კმაყოფილები იყვნენ. სიმართლე გითხრათ საუკეთესო მეგობრები არ ვიყავით თუმცა თბილი ურთიერთობა გვქონდა, ზოგიერთს თუ არ ჩავთვლით. მენეჯერსაც საწუწუნო არაფერი ჰქონდა, სახლი ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაში იყო, მიუხედავად იმისა რომ დღეში რამდენიმეჯერ ნამდვილი ტაიფუნი დაატყდებოდა ხოლმე თავს (განსაკუთრებით საუზმობის, სადილისა და ვახშმობის შემდეგ - საჭმელი ეყარა ყველგან ! ) , მე გავამართლე მასი იმედი და ნამდვილად სანდო აღმოვჩნდი, რაც ძალიან მახარებდა. თუმცა, ბატონი ლი ხშირად მეუბნებოდა , რომ არ ღირდა ბიჭებთან ახლო ურთიერთობის დაჭერა - ბოლოს და ბოლოს მე ხომ კორეაში ყოფნის ვადა ამომეწურებოდა და გამგზავრება მომიწევდა. მესმოდა და ვცდილობდი გამეთვალისწინებინა მისი რჩევა.
ბიჭები კარგად გავიცანი . ყველა, ყველა იყო საოცარი!
დიომ კორეულის მასწავლებლის როლი შეითვისა, მისი მადლიერი ვიყავი . არაჩვეულებრივი ადამიანია, სახლის საქმეებშიც კი ხშირად მეხმარებოდა. ძალიან განსხვავდება სხვა წევრებისგან, მისი თვალები ყველაზე ღრმა და იდუმალია, რთულია გაიგო რას გრძნობს, რადგან ემოციებს ნაკლებად გამოხატავს. მაგრამ, მე ყოველთვის ვხვდებოდი , როდის ისადგურებდა მის სულში ზამთარი, ან როდის გრძნობდა თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად. ბევრს ვსაუბრობდით ხოლმე სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მან გული არაერთხელ გადამიშალა. ვხვდებოდი , რამდენად ფაქიზი სული ჰქონდა და ყოველი უხეში ქმედება მას გულს სტკენდა. ყველა წევრი მისთვის ძვირფასი იყო , თუმცა კაის გამორჩევდა და განსაკუთრებით გამოხატავდა მის მიმართ მეგობრულ სიყვარულს. გარკვეული დრო ისინი ერთად ცხოვრობდნენ ოთახში, სანამ ამ უზარმაზარ სახლში გადმობარგდებოდნენ, შეიძლება ამანაც დიდი გავლენა იქონია დიოს და კაის ურთიერთობაში.
ESTÁS LEYENDO
"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)
Fanficოთახის განათება მკრთალად ეფინებოდა სახის ოქროსფერ კანს, გადადიოდა მოვარდისფრო, მწიფე თუთებივით შეპუტკუნებულ ტუჩებზე , ყელზე , ხელებზე.