კაბინეტში სიმყუდროვე სუფევდა. შივონმა ტელეფონი ხელში აიღო :
– 14 გამოტოვებული ზარი , 1 შეტყობინება – მაკი.
შეტყობინება გახსნა :
- რას გულისხმობ მაკი ? - ჩაილაპარაკა და ნომრის აკრეფა დაიწყო.
- ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია .. : - აჰ ალბათ ტელეფონი გამორთო- თქვა და მაგიდას მიუჯდა.
- აიშ, ალბათ ტელეფონი დაუჯდა.
სიცოცხლე ყველგან ჩქეფს, ან ცდილობს , უკანასკნელ ძალებს არ იშურებს , რომ ბრძოლა მოიგოს დროსთან ჭიდილში. ძლიერი წვიმა განცდებს აძლიერებს, თითქოს ეს–ესაა ჩამორეცხავს ყველა მოგონებას, გრძნობას. დაუნდობელი ჭექა თავის დიდებულებას გვანახებს, ის ცის მფლობელია და მიწამდეც აღწევს , როცა მას მოესურვება. გონებაში ბინდი ჩნდება, ყრუდ ჩამესმის ხმაურისა და მუხრუჭების ხმა.
- ვიუ, ვიუუუ, ვიუ ( სირენის ხმა)
ირგვლივ სიბნელეა, თუმცა შუქი პირდაპირ თვალებში მანათებს. ქაოსია, სიგნალების ხმა განუწყვეტლად ისმის. თითები შემეყინა, მათ თითქმის ვეღარ ვგრძნობ. ნელ-ნელა გონებას ვკარგავ, მეხსიერებაში მხოლოდ მკვეთრი შუქი და მუხრუჭის ხმა აისახება. სად ვარ ? რა ხდება აქ? რატომ ვგრძნობ თავს ასე სუსტად?
- დაუჩქარეთ , აქეთ მოდით, დახმარება გვჭირდება – ყველგან სასოწარკვეთილი ყვირილია, უიმედობა, შიში.
მეძინება, ძალიან დაღლილი ვარ, ყველაფერი ძალიან სწრაფად ტრიალებს და ძალებს მაცლის.
- ნელა გადმოიყვანეთ მანქანიდან, ფრთხილად ბევრი სისხლი დაკარგა.
„ნეტავ სად არის ახლა კაი? სად ხარ, სად ხარ , კაი ? მცივა, ხელები მეყინება, მოდი, გამითბე თითები შენი თბილი სუნთქვით, კაი." გონებაში მხოლოდ მისი სახე ტრიალებდა, დამწვარი მუხრუჭებისგან გამოდენილ კვამსლს მისი სურნელი ენაცვლებოდა, თითქოს ის ახლა ჩემ გვერდზე იყო. მტევანი უღონოდ ავამოძრავე, თითები ერთმანეთს მივაბჯინე. ვცდილობ ბეჭედი შევიგრძნო, თითებს ერთმანეთზე ვუსვამ , მაგრამ ჩემი თილისმა ჩემთან არ აღმოჩნდა . ბოლოს ყველა ტკივილს გრძნობს და განცდილი ბედნიერება უფრო სანუკვარი ხდება . აღარაფერი არ მესმის, თვალებს ვერ ვახელ, ვერ ვახელ.
VOUS LISEZ
"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)
Fanfictionოთახის განათება მკრთალად ეფინებოდა სახის ოქროსფერ კანს, გადადიოდა მოვარდისფრო, მწიფე თუთებივით შეპუტკუნებულ ტუჩებზე , ყელზე , ხელებზე.