თავი 8

398 34 1
                                    


სულში დაზამთრდა, მთელი სხეული ერთიანმა კანკალმა შეიპყრო. როგორ მინდოდა მაშინ ვინმეს გავეთბე, ხელი მჭიდროდ ჩაეკიდა და იქიდან წავეყვანე შორს, ძალიან შორს, სადაც შევძლებდი ამ ტკივილისთვის თავი დამეღწია. ვგრძნობდი თითები როგორ მიკავდებოდა სიცივისგან, გონება უკვე მებინდებოდა ასეთი დარტყმის შემდეგ. ზამთარი, ზამთარი, ზამთარი სუფევდა ჩემში და დაუნდობლად ყინავდა ყველაფერს ნათელს, რაც კი არსებობდა ჩემში ამ წუთებამდე :

- რატომ აღმოჩნდი ასეთი დაუნდობელი და სასტიკი?! - მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, მხოლოდ ეს კითხვა მაწუხებდა. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ორიოდე წუთის წინ წარმოთქმული სიტყვები უშინაარსო იყო და ისეთივე ცივი , როგორც გაყინული წყალი, რომელსაც სუსხიანი ზამთარი უფრო დიდ ყინულის ლოდად აქცევს.

არ მინდოდა მათ დაენახათ ჩემი სისუსტე , არ მინდოდა ცრემლი ჩამომვარდნოდა. მაგრამ , საკუთარი თავები წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, როგორ გეტკინებოდათ ?! კაის გაშტერებით ვუყურებდი, ვცდილობდი მის თვალებში ამომეკითხა პასუხი კითხვაზე :

- ასე რატომ მოიქეცი ? შენც ზამთარი გახდი ჩემს გულში, დაუნდობლად დაიწყე სიცოცხლის მოსპობა, რომელიც ასე მიხაროდა.

მას თვალები დახრილი ჰქონდა, ნეტა რას ფიქრობს ახლა. ნანობს ამგვარ საქციელს ? თუმცა უკვე სინანულის ნაკლებად მჯერა, მის მიმართ ნდობა საბოლოოდ დავკარგე.

- „მე შენ მიყვარხარ" - მთელი გულით აღმომხდარი სიტყვები მეგონა, ნუ თუ შესაძლებელია თქვა ეს ყველაფერი გრძნობის გარეშე? მისი თითები ნაზად მეხებოდა სახის კანზე, მისი სუნთქვა გაზაფხულის თბილი ნიავივით მსიამვნებდა. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა : არ ვიცი ვის დავაბრალო ! თუმცა, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ, საკუთარი თავისთვის არ უნდა მიმეცა მისი შეყვარების უფლება.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora