თავი 2 : რინგი

497 38 2
                                    



მთელი ღამე მეძინა გათიშულს. ალბათ,11 საათი იქნებოდა ,როცა გამომეღვიძა - იმედია ამის გამო არ მომხვდება. 

ირგვლივ მიმოვიხედე, გუშინდელი ამბების კვალი არსად ჩანდა. არც ჭიქა იდო, რომლითაც წყალი დავლიე, არც ყინულებით სავსე ტომარა.

- ნუ თუ დამესიზმრა ეს ყველაფერი? და დიო ? რა ნაცნობი სახე იყო. შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს. აიშ , ვაგვიანებ. -წამოვხტი ლოგინიდან, საშინელი თავის ტკივილი მქონდა. აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებად,

- ეს რა არის? (თავზე ხელი გადავისვი და ტკივილი ვიგრძენი)

- ნუ თუ ეს სიზმარი არ იყო? - ფაქტებს გახსენება დავიწყე.

- ჰმ , იქიდან გამომდინარე , რომ კოპი თავზე მართლაც მაქვს - ე.ი კარებს დავეჯახე. კარებს დავეჯახე? ე.ი მართლა მომდევდა ვინმე ? აჰ , არა , არა წარმოდგენაც არ მინდა – მეხსიერებაში აღმოცენებულმა მოგონებებმა შემაკრთეს. ჭეშმარიტებამდე მისასვლელად განვაგრძე მოვლენების გახსენება – მერე ჩემს საწოლზე აღმოვჩნდი - მაგრამ როგორ ? ვირაცამ მიმიყვანა, ან მიმათრია. მერე დიო დავინახე - ე.ი დიომ მიმიყვანა ? ჰაჰაჰა აბსურდია ეს ყველაფერი , რაზე ვფიქრობ....

აქაფებული თმაში თითებს ვამოძრავებდი, ამბობენ თავის მასაჟი გონებას ხსნის. მგონი მართალია

- არა მოიცა დიო როგორ მიმიყვანდა, მისთვის ზედმეტად მძიმე ვარ. ჰმ , ნუ თუ ჩემი დარტყმით დაზარალებული დაეხმარა? ვინ იყო ნეტა ? არა , არა ჩემთვის მას არ ეცლებოდა.

- მართლაც რა სისულელებზე ვფიქრობ , აჯობებს დავუჩქარო.

სახლში სიმშვიდე სუფევდა, თითქოს ჩემ გარდა აქ საუკუნეა არავინ მოსულა. გუშინდელი ამბები და არარეალური ფანტაზიები თავში კვლავ მიტრიალებდნენ. ყურადღება უნდა გადამეტანა რამეზე , წინააღმდეგ შემთხვევაში შევიშლებოდი. პირველი , რაც გავაკეთე- ჩავრთე ფლეი-ლისტი , რომელიც შემომხვდა ხელთ. ხმას ბოლომდე ავუწიე და მეც ავყევი პოპის საოცარ რითმებს და თან სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი.

"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora