სამზარეულოდან ჩუმად გამოვედი ისე, რომ ყურადღება არ მიმექცია. ბატონი ლი უკვე მისაღებ ოთახში მელოდებობა. რატომრაც მეშინოდა მისი, ზედმეტი სერიოზულობა და მუდამ მოჟამული სახე არამეგობრულ გარემოს ქმნიდა. თუმცა უფლება არ მაქვს მოვითხოვო ღიმილი საპასუხოდ, მე ისედაც ძალიან გამიმართლა , რომ მუშაობის უფლება მომცა ამ სახლში.
- ბიჭებს უკვე დაუმეგობრდი ?
- არა, არავის ვიცნობ. მხოლოდ დიო გავიცანი გუშინ
- გავიგე რაღაც ინციდენტი მომხდარა და ერთ-ერთი წევრის გალამაზებული სახეც შენი დამსახურებაა.
- მოულოდნელად აღმოჩნდა სამზარეულოში. გაუცნობიერებლად გავაკეთე ეს.
- ამიერიდან ფრთხილად იყავი, წინასწარ ვერავინ გეტყვის როდის მოვლენ ან გავლენ ბიჭები. დღეს ფოტოსესია გადავდეთ გუშინდელი ინციდენტის გამო !
- ძალიან ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ - თავი რაც შემეძლო დაბლა დავხარე , მობოდიშების მიზნით.
- ახლა უკვე იცი არსებული სიტუაცია და მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. იმედია გესმის ჩემი ? სწორედ შენ აგიყვანეთ აქ სამუშაოდ , რადგან არ ხარ მათი თავგადაკლული ფანატი, რომელიც შეიძლება ღამე შეუვარდეს რომელიმეს ოთახში , ან მთელი ინტერნეტ-სივრცე ააჭრელოს ბიჭების ფოტოებით. იქიდან, გამომდინარე , რომ ბატონი ჩო გენდობა ...
- დიახ, დიახ , მესმის. ყველაფერს გავაკეთებ , რომ თქვენი იმედები გავამართლო.
- ახლა კი წავალ, უამრავი საქმე დამიგროვდა.
- კარამდე მიგაცილებთ, ბატონო ლი.
კარგია , რომ უფროსისგან ძალიან არ მომხვდა. ახლა მთავარია , თავი ავარიდო ხოლმე ახლადშეძენილ მოსისხლე მტერს.
სახლი კვლავ დაცარიელდა ; წასვლის წინ დიომ მითხრა , რომ საღამოს გამაცნობდა ჯგუფის ყველა წევრს.
VOUS LISEZ
"პატარა დიასახლისი" (დასრულებულია)
Fanfictionოთახის განათება მკრთალად ეფინებოდა სახის ოქროსფერ კანს, გადადიოდა მოვარდისფრო, მწიფე თუთებივით შეპუტკუნებულ ტუჩებზე , ყელზე , ხელებზე.