მას შემდეგ რაც ანგელოზების არსებობა დავიჯერე ხმა ვეღარ ამოვიღე, სანამ ისევ ბიჭი არ ალაპარაკდა
-ბოდიში რომ შეგაწუხე. უბრალოდ წასასვლელი არსად მაქვს და სანამ გადაიღებს შეიძლება შემოვიდე?
სიტყვის უთქმელად ვუღებ კარს ფართოდ.
ორ წუთში გავიაზრე რომ ეს არ უნდა მექნა, იქნებ სულაც მანიაკია?
არა, არ გავს ბოროტ ადამიანს.
ნდობა, აი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა-ყოველთვის მარტივად ვენდობი ადამიანებს რის გამოც თვითმკვლელობას ვაპირებ.
-გამარჯობა-საპასუხოდ მშრალად გავუღიმე და ოთახში შევიყვანე, რომ გამთბარიყო პირსახოციც მივაწოდე.
-მე ჩანიოლი ვარ, პირველად ვარ ამ ქალაქში, კორეელი ტურისტი ვარ-მისი პოზიტოური ღიმილით ვიხიბლები და მეც ვუღიმი-შენ რა გქვია?
-არამგონია ვალდებული ვიყო სახელი გითხრა, უბრალოდ ინგლისელი მწერალი გოგო ვარ
-კარგი არ მითხრა და შემთხვევით რაიმე დასალევი ხომ არ გაქვს?
-მხოლოდ არაყი, მაგრამ ბევრი
გული გამალებით მიცემს იმიტომ რომ სამი წელია ადამიანთან დიალოგი არ მქონია და მითუმეტეს ისეთ საინტერესოსთან როგორიც ჩანიოლია. მას ჩემთან ერთად დალევა უნდა. ვიღაცას ჩემთან ერთად დალევა უნდა. თუ ზემოთ ან ქვემოთ რამე ზებუნებრივი არსებობს იქ ვიღაცას ძალიან ვყვარებივარ.
ფანჯრის რაფაზე ვზივართ ორივე, ფანჯარა ღიაა და წვიმის ხმა აღარ მაღიზიანებს, პირიქით, მელოდიას ვამსგავსებ რომელიც მომწონს.
ბოთლს ვიყუდებ და სახეს ვმანჭავ ის კი იღიმის ისევ ისე, ხალისით, პოზიტივით, სილამაზით.
-მოწევ?-წითელ ფილრტიანი სიგარეტი გამომიწოდა
-საუკუნეა არ მომიწევია-ვიძახი მაგრამ ვართმევ.
შხამიანი დაბინძურებული კვამლი ფილტვებში ჩავუშვი და უკან გამოვუშვი, ფანჯრიდან ლამაზად გაძვრა ნაცრისფერი ნისლივით და თვალი გავაყოლე, ამდენი ხნის შემდეგ.
-დაკვირვებიხარ რა ლამაზია სიგარეტის კვამლი როცა მოძრაობს?-სიჩუმეს ვარღვევ რომელიც საერთოდ არაა უხერხული ან დაძაბული. უარი მივიღე და ახსნას შევუდექი.
-წლები მხოლოდ ამის ყურება მსიამოვნებდა და მაგიტომ ვეწეოდი. დააკვირდი, სანამ ნაფაზს დაარტყამ როგორ ტანჯვით გამოდის სიგარეტის თავიდან წვრილად ბოლი, და როდესაც მოქაჩავ და ფილტვებს გაავსებ შხამი შიგნით, შენში რჩება და გარეთ თავისუფალი გამოდის.
მიიწევს მაღლა და ჰაერში უჩინარდება ისე თითქოს თავისუფალია და ლაღი.
ყოველთვის მინდოდა მეც ლაღი ვყოფილიყავი
-და რა გიშლის ხელს
-შერლოკ ჰოლმსზე გსმენია?
-მსნემია-გაიღრიჯა და მივხვდი რომ უბრალოდ სმენია და სხვა არაფერი
-ლონდონში ხარ. და შერლოკ ჰოლმსი წაკითხული არგაქვს?!
გრცხვენოდეს ჩანიოლ!-ხელი მივკარი
-ნუ დამცინი. უბრალოდ განმანათლე. მაგრამ რა შუაშია შერლოკ ჰოლმსი შენს სილაღესთან?
-მისი ავტორი, არტური, თვითონვე იყო ჰოლმსის მიახლოვებითი პროფესიის, და ვფიქრობ შეიძლება წერისას ოცნებებს იხდენდა. რაც შერლოკის თავგადასავალი დაწერა მის მერე სხვას ვერაფერს წერდა.
მარტივად რომ ვთქვა დამოკიდებული გახდა საკუთარ პერსონაჟზე, არარსებულ ადამიანზე რომელსაც არაამქვეყნიური აზროვნება გააჩნდა.
ვფიქრობ მეც დამოკიდებული ვარ, მარტოობაზე. არ შემიძლია ვიყო ლაღი, ისევე როგორც დოილი ვერ დაწერდა სხვა ვერაფერს.
დიალოგი გრძლედებოდა, თენდებოდა, წვიმა კი არ წყდებოდა. ბიჭი დაკვირვებით მისმენდა როდესაც ინგლისელ გამომძიებელზე ვუყვებოდი, თვალები უფართოვდებოდა დაძაბულ ადგილებზე და ნერვიულიბდა როდესაც საქმის გახსნას ეხებოდა საქმე.
ისტორიის მოყოლა ხელოვნებაზე ლაპარაკში გადაგვივიდა და გაუნძრევლად ფანჯრის რაფაზე ჯდომისას მთელი საყარო მოვიარეთ და დროშიც ვიმოგზაურეთ.
ვპოულობდით საერთოს, და საპირისპიროს, კამათს ვიწყებდით და მალევე სიგარეტითა და არყის ბოთლით ხელში კვლავ წყნარად ვლაპარაკობდით.
თითქოს სამოთხეში ვიყავი, ამდენი წლის შემდეგ, გამოჩნდა ვიღაც ვინც გამიგო, ვინც არაა ჩემი წარსულით დაინტერესებული და ვისაც საერთოდ არ ანაღვლებს ის რომ ჩემი სახელიც კი არ იცის. გათენებულზე თავი ფანჯარას მივადე და ვფიქრობდი, მას კი თავი ჩემს ფეხებზე ჩამოედო და იგივეს აკეთებდა. ოცნებაა? სიზმარი? ილუზია?
-წვიმამ გადაიღო-თავი ნაღვლიანად ასწია მე კი გავუღიმე იმ ძალით რომელიც შემრჩენოდა წინა ღამიდან, და დაღლილობით გახარებული ვიყავი, რადგან ლაპარაკით ენერგია დავხარჯე.
კარებში ჩერდება
-მშვიდობით ანონიმურო მწერალო-მიღიმის და მიდის. მინდა ვუთხრა რომ დარჩეს მაგრამ მხდალი ვარ, ვერ ვეუბნები.ვიცი პატარაა, მაგრამ ვფიქრობ ყველა თავი ესეთი პატარა იქნება.
თუ მოგეწონებათ დაავოუთეთ ან თუ არა და აზრი ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ გამოთქვათ :დ <3
YOU ARE READING
Writer
Fanfictionის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.