სიგარეტის მძაფრმა სუნმა მაიძულა გამოფხიზლება, თვალების გახელამდე წინა ღამე გამახსენდა და უნებურად გამეღიმა.
-მოდი გამოვიცნობ, ჩემზე ფიქრობ-ისევ ის ბოხი ხრიწიანი ხმა რომელიც ყოველ გაჟღერებაზე ტაოს მაყრის და რომლის ავტორიც როგორც ჩანს მათვალიერებდა და ამით თავს ირთობდა.
-რა მიხვედრილი ხარ-თხელი ნაჭერით სხეული შევიმოსე და ფანჯრისკენ გავეშურე
-როგორ გეძინა?
-საუკეთესოდ
-მისმინე, უნდა მითხრა რამე თუ გატკინე. უბრალოდ იმდენად დამაკარგინე თავი რომ..გონება დამებინდა
თავი ჩახარა, მე გახვეული სიგარეტი ხელიდან გამოვართვი, ნაფაზი დავარტყი და თავი ავაწევინე. თამბაქოს კვამლი ჩემს ტუჩებს მოწყდა და მის ფილტვებს მოედო.
რა ირონიულია, სიყვარულის გასაცემად მას შხამი ვაჩუქე.
-მე სიყვარუკი ვიგრძენი-გაგონებაზე კაშკაშა მაგრამ სევდიანი ღიმილი მაჩუქა.
საწოლზე ფეხები მაქვს აწყობილი, ჩანიოლს ვეყრდნობი და ერთად ვიცინით საკუთარ ხუმრობებზე, ასე იცის მარტოსულობამ.
სახეზე ვუყურებ და ვხვდები რა უცებ წყვეტს ნათელ სიცილს და მისვთვის იშვიათ სერიოზულ სახეს იღებს.
-მოხდა რამე?-ვიბნევი
-შენ იცი რაც ხდება
-არა არვიცი, ამიხსენი
-დროა.
-მე ვერ ვიგებ რაზე ლაპარაკობ-გული წვას იწყებს რადგან გააზრებას ვიწყებ, ის მიდის, ისევე როგორც ყველა მიდის ჩემგან. თუმცა მაინც ისე ვიქცევი თითქოს ვერ ვიგებ რას გულისხმობს, უბრალოდ მეშინია პასუხის
-გთხოვ ნუ მათქმევინებ-ნაღვლიანი სახით მიყურებს და ცრემლებს ვღვრი.
-არ წახვიდე. შენც არ მიმატოვო, ვერ გადავიტან-ხელი ჩავჭიდე და ვცდილობდი არ გამეშვა, მაგრამ მან უკან წაიღო მტევანი და ჩემს თმასთან მიიტანა რომელიც მისი ხელით, წითელი ლენტიტ მქონდა შეკრული, და გაშალა. თმა სახეზეც მეფინება და ჩემი ცრემლიანი სახე მას იკრავს
-ეს შენ თავიდანვე იცოდი, არ უნდა შემოგეშვი შენს ცხოვრებაში. არ უნდა შეგყვარებოდი-იღიმის, მაგრამ ისე არა როგორც სჩვევია, სინათლით და პოზიტივით,არამედ ნაღვლიანად მიღიმის და ამის შემყურეს სიკვდილი მინდება. სახიდან სველ თმას მიწევს და ტუჩებზე მეხება, ვხვდები რომ ეს საბოლოოა, მაგრამ კოცნას არ ვაგრძელებ, უბრალოდ ვცდილობ დავიმახსოვრო მისი გემო და სითბო.
-გთხოვ
-უნდა წავიდე. ყველაფერი იცი რისი თქმაც მინდა, იცი რომ სხვა გზა არ არსებობს, ჩვენი ზღაპარი უნდა დასრულდეს-ისევ ღიმილს მჩუქნის, წითელ ლენტს ხელში მიდებს, თავზე მეხება და მიდის
-მშვიდობით, ანონიმურო მწერალო-უკანასკნელი ღიმილი მაჩუქა.
-არ წახვიდე, არ დამტოვო, ოღონდ შენც არ მიმატოვო-ტირილს ვუმატებ და ამღვრეულ კადრს ვხედავ,თუ როგორ გადის ოთახიდან ჩემი უკანასკნელი იმედი.
ფარდებს ვქაჩავ და ძირს ვაგდებ, ვუყურებ მზის სხივებს და თავს დაბლა ვხრი.
*მესამე პირი*
წამებში ოთახი ნამსხვრევებითაა სავსე. გოგონას გაჭრილი ხელებიდან და ფეხებიდან სისხლი მოედინება მაგრამ მგრძნობელობა დაქვეითებულია, ახლა მხოლოდ გულს შეუძლია იგრძნოს და ისიც ტკივილი.
სარკის წინ ჩერდება.
გაოგნებული უყურებს საკუთარ თავს. ჩაშავებული თვალები, გაფითრებული სისხლიანი სახე, აწეწილი თმა და საღამურები.
თვალებ გაფართოებული გოგონა საბოლოოდ ეცემა ძირს. ოთახში ყვირილი ისმის.
"არა"
"დამიბრუნე ჩანი"
თმებს იწეწავს და ცდილობს საკუთარ ხელებს ავნოს, ბასრი საგნისაგან დაჩხვლეტილი თითები იჟღენთება.
"ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია! არ უნდა გამეღო კარები!"
უკანასკნელი სიტყვებია მისი პირიდან და მიღებული გადაწვეტილების სისრულეში მოსაყვანად ძალებს იკრებს და ფეხზე დგება. მან საკუთარი იმედი, სიცოცხლის სურვილი, მეექვსედ... უკანასკნელად ნახა.***გამარჯობა, ძალიან გთხოვთ აზრი დატოვოთ, იმ ოცდაათი ადამიანიდან მეოთხედმა მაინც ვინც კითხულობს, თქვენი აზეით რა ხდება ეხლა იქ? დაბრუნდება ჩანი?
გადაწყვეტილებას სისრულეში მოიყვანს?
უბრალოდ ვფიქრობ აზრის დაფიქსირებას მაინც იმსახურებს <3
მადლობა წინასწარ.
და ხო, ეპილოგი დარჩა მხოლოდ, და ვრაითერს წერტილი დაესმევა***
YOU ARE READING
Writer
Fanficის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.