ოთახი მზის შუქით განათდა, მე და ჩანიოლი კი ღამის გათენებისგან ჩასიებული თვალებით ფანჯრიდან ვიხედებოდით, როგორც ყოველთვის.
მეხუთე დღეა ეს ფანჯრის რაფა ჩვენ ადგილად იქცა, აქ გატარებული გვაქვს სიჩუმის უამრავი საათი, ვსხედვართ და უბრალოდთ გარეთ ვიყურებით, საინტერესო კი ის არის რომ ხედი ჩემი ფანჯრიდან არ არსებობს.
უბრალოდ ვუყურებდით მის წინ მდგარ შენობას, რომელშიც საინტერესოც კი არაფერი იყო, მხოლოდ იშვიათად თუ გამოვიდოდა ახალგაზრდა მამაკაცი, გაახვევდა თუთუნს, ენით ქაღალდს დაასველებდა და გააბოლებდა.
ეს ყოველდღიური უაზრობა მოსაწყენი სულაც არ იყო, ალბათ იმიტომ რომ ჩვენს ტვინებში ფანჯრიდან რუხი შენობის ნაცვლად უამრავ ფერს ვხედავდით და მათ გრძნობებად განვიცდიდით.
მას თავი სულ ჩემ მუხლებზე ედო, მე კი მისი შესწავლით ვტკბებოდი, მაშინაც კი თუ თავის გრძელ ფეხებს ვერსად ატევდა მოხერხებულად და პატარა ბავშვის მსგავსად გაბუტული ფართხალებდა. სწორედ ამ მომენტში თავს ისე ვგრძნობ თითქოს აქ არ ვარ, არც მე და არც ის.
-ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო?-რეალობაში დამაბრუნა მისმა ხრიწიანმა ხმამ
-ჩემი ზედმეტად ბანალური დრამა გაინტერესებს?
-უბრალოდ გისმენ
ღრმად ჩავისუნთქე და თხრობა დავიწყე
-სამი წლის წინ ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, ჩვეულებრივი ოჯახით.
ბედნიერი ვიყავი ჩემი მოსაწყენი არსებობით რომლის ყველა დეტალი წინასწარ იყო დაგეგმილი მშობლების მიერ მაგრამ დაუგეგმავი ხომ ტკივილიც სასიამოვნოა ხშირად. დავდიოდი მეჯლისებზე და მოსაბეზრებელ სადილებზე, მეცვა ისეთივე ფუშფუშა კორსეტებიანი კაბები როგორიც ნახევარ ლონდონს აცვია. ერთადერთი რამ რასაც უკანონოდ ჩავდიოდი იყო ის რომ ვეწეოდი და დალევაც მხიბლავდა.
ჩემი დაბადების დღე იყო, 18 წლის ვსრულდებოდი, აქ ამ სახლში გადამიხადეს, რათქმაუნდა ლონდონის ელიტა მოიწვიეს, რადგან მეგობრები არ მყავდა და რომც მყოლოდა..
უზარმაზარი მაგიდის ბოლოში ბიჭი შევნიშნე რომელიც მე მაკვირდებოდა, და მის მიმიკებში ვგრძნიბდი რომ იმ დღეს მხოლოდ ორნი ვიყავით ადამიანები, არ ვგავდით სხვა რობოტებს.
სახლიდან მოსაწევად გამოვიპარე და ბუჩქებს შორის ჩამჯდარი ჩუმად ვეწეოდი მამაჩემის თუთუნს რომელიც მოვპარე. გამომყვა და იმის მაგივრად რომ რამე ეთქვა მან უბრალოდ სახელი მკითხა, ვუთხარი და სწორედ ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება.
ერთმანეთი ვიპოვეთ, ცხოვრებას ფერები შევმატეთ და მალევე მოგვბეზრდა ტყუილები-გაპარვა გადავწყვიტეთ, მშობლები კი უკვე ეჭვობდნენ რაღაცას და კონტროლიც დამიწყეს.
საბოლოოდ დაინიშნა თარიღი და მას ფანჯარასთან ველოდი, იმ საღამოს ცხოვრება დამენგრა, ის არ მოსულა, ჩემამდე ვერ მოვიდა.
გასროლის ხმაზე გარეთ გავარდი, მამაჩემს იარაღი ეჭირა და ის უკვე მკვდარი იყო. უკანასკნელი სიტყვაც კი ვერ მითხრა ისე ამოისუნთქა ბოლოჯერ და თან გაიყოლა ჩემი ადამიანობის საბოლოო წვეთი.
მამაჩემი მოვკალი. მკველელი ვარ, არ ვნანობ და არ ვინანებ.
დედაჩემმა მალევე მიმატოვა და ჩემი პატარა დაც გაიყოლა, უკანასკნელი რაც ჩემთვის, გააკეთა როგორც დედამ, იყო ის რომ არ მიჩივლა და ჩვენება მისცა ისე თითქოს მათ ერთმანეთი დახოცეს. სამი დამპალი წელია აქ ვცხოვრობ, სრულიად მარტო. იცი რითი ვირჩენ თავს? იმ ბიჭის დედას მოაქვს ყველაფერი ჩემთვის, თუმცა ის მხოლოდ ერთხელ ვნახე, და ესე მითხრა რომ მის არ ყოფნას ჩემზე ზრუნვით იმსუბუქებს.
კედელი რომელზეც ჩემი ნახატია...
იქ მამაჩემის სისხლი იყო, მისი დაფარვა გადავწყვიტე და სწორედ ამიტომ დავიწყე ყველაფერი, არ მინდოდა იმ ამაზრზენი არსების რამე შემორჩენილიყო აქ.
სულ ესაა, სამი წელია უბრალოდ ვარსებობ, რა ბანალური და ტრაგიკულია არა? ჰაჰ, ოდესმე ფილმს გადაიღებენ ამ ამბავზე...-მოყოლისას ცრემლები სახეზე მომდიოდა, ჩანიოლს არ ვუყურებდი, თუმცა ვგრძნობდი მის ნაღვლიან მზერას
-ახლა?-გაბზარული ხმით მკითხა
-ბედნიერი ვარ, შწგრძნებები დამიბრუნდა, ადამიანად ვგრძნობ თავს
-მოგწონვარ?
-ძალიან
-შევძლებ ოდესმე ჩავანაცვლო ის?
-შეძელი, ჩანიოლ-სახედან ცრემლი მომწმინდა და მისი ფუმფულა ტუჩები მესამედ შეეხო ჩემს სველ, მარილიან ტუჩებს. გრძნობებმა თავი დამაკარგინა. ვერაფერს განვიცდიდი მისი აურვილის გარდა, სურვილის რომელიც მტკენდა ყველა უჯრედს, გულს.
-ჩანიოლ...-კოცნა შევწყვიტე
-მინდა გაგრძნობინო
-რა?
-სიყვარული
ცრემლების ნაკადი არ მიწყდებოდა, უბრალოდ ვტიეოდი იმიტომ რომ ემოციებს ჩემში ვერ ვთოკავდი.
ზურგით საწოლის ზედაპირს ნაზად შევეხე და მას მება მივეცი ჩემთვის სიყვარული ეჩუქნა. მხდიდა და ვხდიდი. გულ-მკერდის არეში სველ კოცნებს მიტობდა და სამყაროს ვწყდებოდი. ზეწარს ხელები მჭიდროდ მოვკიდე რომ თავი მეკონტროლებინა, მაშინ როცა ის მთელ სხეულზე კოცნით ჩაცურდა.
უკანასკნელი რაც ვიგრძენი იყო მისი პირველი ბიძგი რომელმაც ყველაფერს მომწყვიტა. პირიდან უაზრო ბგერები და მისი სახელი განუწყვეტლივ ამომდიოდა თუმცა მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი-უამრავ, არარსებული ფერის გრძნობას რომელიც ჩემში ირეოდა.
მისი ნაზი შეხება, სველი კოცნები, უსაზღვროდ სასიამოვნო კბენები და ხრიწიანი ხმა რომელიც მე მომმართავდა-აი ეს იყო ჩემი სამოთხე.
ეს არ არის გარყვნილება, ეს სიყვარულია ვნებებში გახვეული.
მის ტუჩება კიდე ერთხელ შევეხე, გაოფლილი სხეულიდან თმა მომაშორა და წითელი ლენტით მაღლა ამიწია, კისერზე მაკოცა და მომეხვია, თვალები დავხუჭე.
ხვალ მეექვსე ლამაზი დღე გათენდება ჩემ მახინჯ ცხოვრებაში...**ბოდიში დაგვიანებისთვის და დიდი იმედი მაქვს იმედებს არ გიცრუებთ, ბოლოს წინა თავია და ძალიან გთხოვთ აზრი დააფიქსიროთ, არ აქვს მნიშვნელობა ამას ეხლა წაიკითხავთ თუ წლების შემდეგ, მადლობა დიდი ^=^**
YOU ARE READING
Writer
أدب الهواةის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.