მეოთხედ...

292 51 5
                                    

სამი წელი მარტოობაში გავატარე და მოწყენილი არასოდეს ვყოფილვარ. არ ველოდებოდი არავის, არ ველოდებოდი იმედს. მაგრამ გუშინდელი დღე რომელიც მარტომ გავატარე ყველაზე ცუდი დღე იყო. მას შემდეგ რაც ჩანიოლი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ვეღარ ვიქცევი ისე როგორც ვიქცეოდი. ახლაც იმას ვაკეთებ რაც სამი წელია არ გამიკეთებია. ფირფიტა ფირსაკრავზე ჩამოვდე და მივიწყებული მელოდია გონებაში ამოტივტივდა. ღიღინი დავიწყე და სხეულიც ავაყოლე ტემპს.
ყოველ წამს წერის სურვილი მიჩნდება, მუზები თავს არ მანებებენ, მიზეზი კი ჩანიოლია.
ლოდინით დაღლილი საწოლზე მივესვენე
"-მოგწონვარ?
-რათქმაუნდა"
რატომ შეიძლება მას მე მოვწონდე? ეშხიანი და ლამაზი ლედი საერთოდ არვარ, არ მაცვია ძვირფასი თვლებით გაწყობილი კორსეტიანი კაბა და არც ბრილიანტის თმის სარჭი ამშვენებს ჩემს თმას.
არ ვიცი მას რატომ, მაგრამ ზუსტად ვიცი მე რატომ მომწონს ის
-მელოდებოდი?-დაუკაკუნებლად შემოსული ჩანიოლი უკვე კარებში იდგა
-გელოდებოდი-მკრთალად გავუღიმებდა მხოლოდ მერე შევნიშნე მის მიერ მოტანილი დიდი ყუთი
-გადავწყვიტე ნამუშევარის დასრულებაში დაგეხმარო-მაგიდაზე ფერადი საღეჭი რეზინების გროვა დაყარა
-ჩანიოლ! ეს ხომ ძალიან ძნელი საშოვნია. ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რა გითხრა! წამოდი, ვეღარ ვითმენ, დავასრულოთ
-ვიფიქრე ჯერ უნდა გვეჭამა და დაგველია
-ასე არ უნდა დახარჯულიყავი..-საჭმელს თვალი გადავავლე. მხარზე ხელი უმნიშვნელოდ მიმარტყა და მზადება დაიწყო.
  ფანჯრის რაფაზე ბრინჯი ბევრმა სხვა საკვებმა შეცვალა.
-გაგვიმარჯოს-ჭიქების ჭახუნის ხმა გაისმა და საათობრივად აღარც დასრულებულა. ჭიქას ჭიქაზე ვაყოლებდოთ და ღერს ღერზე.
ნელ-ნელა თავს გვაღამდებოდა მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან დუმილიც კი გვყოფნის კარგად ყოფნისთვის.
კამათისას თუ უბრალოდ საუბრისას მას ჩემი ხელი მუდამ ხელში ეჭირა, გულის ცემას ვერ ვარეგულირებდი და ამიტომ ვცდილობდი უბრალოდ შემეგრძნო მისი კანი. გიტარისტის გაუხეშებული თითები ჩემთვის სამოთხედ იქცა.
  მთვარის შუქზე დავიწყეთ საღეჭი რეზინების ღეჭვა, ვცდილობდით ბევრი დაგვევგროვებინა, ერთმანეთს ვესროდით და შემდეგ ხელახლა ვიწყებდით დაგროვებას, ამასობაში ჩანიოლი ბუშტს ბერავდა, ხელი მივარტყი და მთლიან სახეზე ვარდიაფერი ტკბილი რეზინი მიეკრო.
მომარაგებული მასალით ოთახში შევედით 
ფირფიტა ტრიალს აგრძელებდა და მის ფონზე მე ჩანიოლთან ერთად ნამუშევარს ვქმნიდი.
ალკოჰოლი სისხლში დოზაზე მეტი გვქონდა, რის გამოც ვიცინოდით, ვტრიალებდით, ძირს ვეცემოდით და გულის რევის შეგრძნება თავს არ გვანებებდა. მაღალ ადგილებს გიგანტი ავსებდა, მე კი ძირს ვაგრძელებდი ამოუცნობი ქმნილების 'ხატვას'.
-ვერ ვწვდები-გაბურძგნული თმა კიდევ უფრო აიჩეჩა. მოვიწყინე, რადგან წლების მანძილზე გაწელილი ნამუშევარი ისევ შეწყვეტდა წინსვლას
-კისერზე შემომაჯექი
-რა?!
-გინდა დღეს დავამთავროთ? ხოდა იჩქარე
ყოყმანის გარეშე შევაჯექი მას კისერზე
-მეშინია-ვიყვირე და ისტერიული სიცილი დამეწყო. დანიშნულების ადგილზე მივედით. სახე მის სახესთან ახლოს ჩავწიე და ხელი პირთან მივუტანე.
-თქვენი ნებართვით-გავუღიმე და ცისფერი საღეჭი რეზინი კბილებიდან გამოვართვი, ჩემი ვარდისფერი პირიდან გამოვიღე და შევაერთე. საბოლოო აკორდიც დავსვი და თითი კმაყოფილმა გავილოკე.
-როგორ ფიქრობ რა არის?
-აჩრდილს გავს, არასებულ არსებას რლმელიც გყლაპავს
-მხოლოდ შენ ხედავ-ჩანიოლს გაეღიმა.
   -მალე მზე ამოვა- წინ დავუდექი, ჩვენ რაფასთან
-მალე მეხუთედ გნახავ-ხელი სახეზე დამადო
-უკვე მხედავ
-არა, სულ სხვანაირს გნახავ, ახალი დღის, ახალი ცხოვრების დასაწყისით-დაიხარა და მისი ტუჩები ჩემსას იმდენად რბილად შეახო რომ ჟრუანტელმა დამიარა. ჩანიოლის ფუმფულა ტუჩები ჩემსას ეჭიდებოდნენ მე კი მოძრაობაც არ შემეძლო
-მეხუთედ... -მომშორდა თბილად გამიღიმა და ტუჩები გაილოკა-მე შენ ცხოვრებას გაგიხალისებ
-უკვე გამიხალისე-ხელი ლოყაზე მოვკიდე, დაბლა ჩამოვწიე და გავიმეორე ის რისი სურვილიც მკლავდა.


*დააკომენტარეთ თუ მოგწონთ.მინდა შეგახსენოთ რომ მოკლე ფიკია და მხოლოდ ორი თავი დარჩა დასადები*-* *

WriterWhere stories live. Discover now