ლონდონი 1968 წელი.
მარტოობისგან, დაღლილობისგან და გაუსაძლისი შეგრძნებებისაგან გამოფიტული საწოლზე ვწევარ.
სამი წელია ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება, უბრალოდ ვარსებობ.ამ წამს კი ვტკბები იმით რომ ხმები არ მესმის, ხმები რომელიც ხშირად მესმის და ლამისაა თავი ამხადოს შიშმა.
ხელში აბები მიჭირავს.
ვერასოდეს წარმოიდგენდა ვინმე მე თუ ოდესმე თავის მოკვლას ვიფიქრებდი, მაგრამ უბრალოდ დასვენება მინდა იმ ყველაფრისგან რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და რასაც ამავდროულად არაფერი ქვია. თვალებში ცრემლები მიგუბდება-არ მინდა სიკვდილი, მაგრამ არ შემიძლია მეტის ატანა.
გადავწყვიტე რომ მე ამას გავაკეთებ, უბრალოდ უკანასკნელად გავაკეთებ იმას რაც ასე ძალიან მიყვარს, და რისთვისაც მარტოობის სამი წელი ვიცოცხლე.
წერას ვიწყებ.
ამდროს კი კარებზე ზარია.
ვშეშდები, წლებია ამ კარზე ზარის ხმა არ მსმენია.
დავიჯერო ანგელოზებმა არსებობა დაიწყეს? შიშის გრძნობა მეუფლება და კარების გასაღებად მივდივარ. წვიმის ხმა მეტად მაღიზიანებს. კარებს ნელა ვაღებ და წინ გაწუწული ბიჭი მიდგას.
ჩემთვის ძალიან მაღალი, ამიტომ თავი მაღლა ავწიე რომ შემეხედა.
წითელი სველი თმა სახეზე ჩამოყროდა და ფართო ლამაზი ღიმილით მიღიმოდა.
-გამარჯობა-ბოხი და ხრიწიანი ხმით ამბობს და მეც წამში ვირწმუნე იმის რომ ანგელოზებმა არსებობა დაიწყეს.
YOU ARE READING
Writer
Fanficის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.