თვალებს ვისრეს და გახელისთანავე მას ვხედავ, მესამედ. ჩემკენ არის შემოტრიალებული და შემიძლია მისი მშვიდი სახე დავათვალიერო. ის საერთოდ არ გავს მულტფილმის ლამაზ პერსონაჟს, ჩანიოლი უბრალოდ საკუთარ თავს გასვ, გაბურძგნული თმით, ფუმფულა ტუჩებით, მოღებული პირით საიდანაც სასმლის სუნი იგრძნობა და რომლითაც ფშვიტინებს იმდენად საყვარლად რომ ლოყის მოძიძგვნის სურვილი მიჩნდება, ლოყის რომელიც ბალიშზე ისე ედო რომ წვრილი თვალი სულ გაჰქრომოდა. მასში ყველაზე მეტად რეალურობა და ბუნებრივობა მომწონს.
თუმცა შიში რომ ის დამტოვებს მოსვენებას არ მაძლევს. რა თქმა უნდა, ჩანიოლი ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავს, მაგრამ მისთვის ალბათ უბრალოდ თავშესაფარი ვარ, რომელთანაც კარგად ერთობა და ყველაფერზე ლაპარაკობს.
ვუყურებ, და მის იდეალურობაში ეჭვიც კი არ მეპარება, და ფრაზა "სრულყოფილი ბიჭები მხოლოდ წიგნებში არსებობენ" სასაცილოდაც კი აღარ მყოფნის.
მთელი ძალისხმევა იმაზე დავხარჯე რომ შეხების სურვილი ჩემში ჩამეხშო, თუმცა ხელი ჩემგან დამოუკიდებლად ამოძრავდა და მის ლოყას ჩაებღაუჯა.
-გაერთე?-სუსტი ღიმილით და მძინარე ხმით მკითხა
-ბოდიში ბატონო ჩანიოლ
-ერთი პირობით მოგიტევებ. დღეს აღარ დავლიოთ, არ შემიძლია ამდენი
-ოი, რა სუსტი ყოფილხარ გიგანტის გარეგნობით. დუელში მინდა გამოგიწვიო, შემებრძოლე!-სიცილი ავტეხე და ვეჭიდავებოდი ის კი ყვიროდა რომ გავჩერებულიყავი მაგრამ თან იცინოდა ამიტომ გავაგრძელე ჩხუბი-თამაში.
როგორ არ ვიცი, მაგრამ მე მის ზემოდან ავღმოჩნდი და ვაპირებდი საწოლიდან გადმომეგდო, თუმცა ბარძაყზე უცნაურმა შეხებამ გამაშეშა. წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ მის ერექციას ზედ ვეჯექი, და აი სწორედ ამიტომ ერიდებოდა თამაშს. სწრაფად გადმოვღოღდი მისი სხეულიდან.
შერცხვენილი ჩანიოლი სახეზე ხელებს იფარებს და რამოდენიმე წამი მეც მისუსული ვზივარ, მაგრამ სიცილი წამსკდა, გაწითლებული ბიჭიც იცინოდა
-ბოდიში ჩემი ბრალია. ვერ გავიაზრე რომ დილაა..
-ვცადე გამეჩერებინე!-ხელები მოიშორა და უარესად ავხარხარდი
-ბოდიში ბოდიში-სიცილით ვყვიროდი და ცრემლები უკვე მთელ სახეზე მედებოდა.
ბოლოს ესე წლების წინ ვიცინე, როცა ჩემი და სასაცილოდ ცეკვავდა, ეს იყო ის უკანასკნელი რაც მე ჩემი ძველი, ბედნიერი, ცხოვრებიდან მახსოვს.
მალე პატარა სამზარეულოში ორივე ერთად ვტრიალებდით, საჭმელ რესურსებს ვეძებდი მაგრამ მხოლოდ ბრინჯი აღმომაჩნდა, ამიტომ აყლაყუდა ბიჭი შეუდგა მომზადებას თან მე მიყურებდა და დებილივით მიღიმოდა.
-ეგრე რატომ მიყურებ?
-უბრალოდ წეღან მომხდარზე ვფიქრობდი, გავიფიქრე რამდენად გამოუცდელი შეიძლება იყო-მოპირდაპირე მხარეს დამიჯდა და ეშმაკურად მიღიმოდა
-იქნებ სულაც არ ვარ გამოუცდელი
-ვითომ?
-დავუშვათ ვარ, ეს რას ცვლის? კითხვა მიყვარს და მწერალი ვარ, და გგონია ამ საკითხში უცოდინარი უნდა ვიყო?
-შენი ქმედება მაგაზე მიმანიშნებდა
-იმაზე რომ ქალიშვილი ვარ?
-ნუ იგებ არასწორად, უბრალოდ საჭმლის თეფში გამომართვი და ჩვენ ადგილზე წავიდეთ.
რა პასუხს ველოდი? ეს ხომ ლონდონია, აქ არავინ საუბრობს ღიად მსგავს თემებზე, მე კი ჩანიოლთან ურთიერთობაში ეტიკეტს ვარღვევ, და ვიქცევი ისე როგორც არ შეეფერება ლონდონელ ლედის. პფ.
ფანჯრის რაფაზე ვზივართ ისევ, და მშრალად მივირთმევთ, უხმოდ.
ცარიელი თეფში გამომართვა და მაგიდაზე გადადო, პლედით ხელში დაბრუნდა და ორივე შიგნით შევძვერით. რატომ ზრუნავს ჩემზე? რატომ არ მიდის ქალაქის მოსავლელად? რატომ არ აინტერესებს არაფერი ზედმეტი?
ათობით კითხვა დამიგროვდა რომელზეც პასუხს არც კი ველლდები, რადგან ვიცი რომ რაც არ უნდა იყოს ის ერთადერთია ვისაც არ ვეცოდები. ნდობა მის მიმართ მიმყარდება და ვგრძნობ საქმე მხოლოდ ამაში არ არის.
-მოგწონვარ?-დაუფიქრებლად ვკითხე
თავი ჩემს მუხლებზე ედო და დახუჭული თვალები უმალ გაახილა,თვალის კონტაქტი მაბნევს და ვწითლდები
-რათქმა უნდა. რატომ მეკითხები?
-უბრალოდ მაინტერესებს მიზეზი, რის გამო ხარ აქ?
-შენთან თავს კარგად ვგრძნობ
-მაგრამ არ მიცნობ
-აუცილებელია? ადამიანი ვიპოვე რომელთანაც თავისუფლად ვარ, და აუცილებელია მასზე რამე ზედმეტი ვიცოდე?
-იქნებ მკვლელი ვარ?ან მანიაკი?
-მკვლელი რომ იყო აქამდე მომკლავდი და თუ მანიაკი ხარ, დიდი იმედი მაქვს რომ სექსუალური მანიაკი, და არა რაიმე სხვა.
-ჩემი სახელიც კი არ იცი. გაინტერესებს?
-არა, არ მითხრა, ასე მეტად საინტერესო ხარ ჩემთვის
-ეს რას ნიშნავს?-დავიბენი
-ამაღამ არ დავრჩები შუა ღამემდე-წამოდგა და კარისკენ დაიძრა
-ხომ დაბრუნდები? კიდე მნახავ?-შიშისგან ავკანკალდი, ის კი კვლავ პოზიტივს აფრქვევდა ღიმილით
-აუცილებლად, მეოთხედ..-კარი გაიხურა
-შეხვედრამდე-დამშვიდებულმა ამოვისუნთქე..**გამარჯნობაა*-* ცოტა უაზრო თავი იყო, მაგრამ მჭირდებოდა. ამის მერე აღარ იქნება გპირდებით:დ
მაგრამ მაინც, ვოუთ და ქომენთ თქვენი აზრი <3**
YOU ARE READING
Writer
Fanfictionის გავდა პიტერ პენს, ნევერლენდიდან... "-არ დარჩები შუა ღამემდე? -არ მთხოვო -გთხოვ" მისთვის უნდა დამეჯერებინა, არ უნდა მეთხოვა და საერთოდ არ უნდა მეკითხა.